გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ახალგორის რაიონული საავადმყოფო მთლიანად საკარანტინო ზონად გადააკეთეს, იქ მყოფი სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები კი სახლში გაუშვეს.
10 მაისის მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“აქვეყნებს.
7 მაისის დილის მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 11-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილემ, ანა გაგლოევამ, განუცხადა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ 6 მაისს განაცხადა. ინფორმაცია სააგენტო „რესმა“ გაავრცელა.
წმინდა გიორგის სახელობის გორიჯვრის ეკლესიისკენ მიმავალი გზა პოლიციამ დილიდანვე გადაკეტა.
მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი ცხინვალიდან სახლში დაბრუნდნენ. სახლი სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს.
გორის მუნიციპალიტეტში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების ერთბაშად სამი შემთხვევა აქამდე არ გამოვლენილა. დაინფიცირებული მოქალაქეები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უფროსი მედდის კონტაქტები არიან.
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დავით აქიაშვილი (საერო სახელი კობა კობაიძე) სამართალდამცავებმა 27 აპრილს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ზის სასულიერო პირი და აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
რამდენიმე დღეა, ცხინვალში აქტიურად განიხილავენ ადგილობრივ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს. იქ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები შევიდნენ და კარანტინში მყოფთა ნაწილი ძალის გამოყენებით ციხეში გადაიყვანეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების მიერ აღმართულ მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილს, მალხაზ კურტაევს, და მის ცოლს, თათია ადიკაშვილს, ცხინვალში ორკვირიანი კარანტინის შემდეგ იზოლატორში გადაიყვანენ.
მთელი დღის განმავლობაში დათა ვანიშვილი გზას გაჰყურებდა - იქნებ ვინმე მოვიდეს და მახოს ამბავი მომიტანოსო. მერე სასაფლაოზე წასვლა დააპირა, მაგრამ უცებ რუსები გამოჩნდნენ და არსადაც არ წახვალო, უთხრეს.
სოფელ ტახტისძირის მცხოვრები თამაზ კობერიძე სოფლის ცენტრში იდგა და საკუთარ ნაკვეთთან მიახლოებას ვერ ახერხებდა, რადგან იქვე ახლოს რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის მესაზღვრეები ბოძებს ამონტაჟებდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ცალკე საკითხადაა განხილული ოკუპირებულ სოფელ ერედვში არსებული ვითარება.
„17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე", - განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
გასულ კვირაში ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია და, თუ მათ თბილისის საავადმყოფოში გადაყვანის უფლებას არ მისცემენ, შესაძლოა იგივე შედეგი დადგეს.
ბოლო ორ დღეში შიდა ქართლში ახალი სახეობის კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დაფიქსირდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ როკის გვირაბთან, რუსეთის ფედერაციის ე.წ. საზღვარზე, გადაადგილების შეზღუდვა პირველ მაისამდე გააგრძელა.
ჩამოტვირთე მეტი