გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვარი ერთი კვირით მთლიანად ჩაკეტა. ბიბილოვის ხელისუფლებამ საგანგებო ზომებიც თითქოს გაამკაცრა.
გორში აგრარული ბაზრები 4 აპრილს დაიხურა, ასობით თვითდასაქმებული ადამიანი კი შემოსავლის გარეშე დარჩა.
ახალგორის სამშობიარო სახლში, სადაც ამჟამად საკარანტინე ზონაა მოწყობილი, ორი მოქალაქე იმყოფება დაკვირვების ქვეშ. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, როკის გვირაბთან ერთი კვირით მთლიანად ჩაიკეტა ე. წ. საზღვარი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. რამდენიმე დღით ადრე თავად რუსეთის ფედერაციამ გადადგა ეს ნაბიჯი და როკის გვირაბთან არსებული გამშვები პუნქტი ჩაკეტა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ საქართველოს ტერიტორიას ასახელებენ.
1 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, შიდა ქართლში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდა და საგუშაგოებზე მყოფი პოლიციელების პირობებს გაეცნო.
გორის შესასვლელ-გასასვლელებში 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ გამოაცხადა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი იმ სტუდენტებს ეძებს, ვინც რუსეთის ფედერაციიდან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნდა.
26 მარტისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით სამ პაციენტს მკურნალობენ.
ცხინვალის ქუჩებში მილიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ისინი სკვერებსა და ქუჩებში შეკრებილებს მოუწოდებენ, რომ გარეთ დიდხანს არ იყვნენ და მეტი დრო სახლში გაატარონ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი შიდა ქართლის საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი შეზღუდვების შესახებ იმდენად სწრაფად ცვლის გადაწყვეტილებებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეების ინფორმირებას ვერ ასწრებს.
6 თვეა, ახალგორში თბილისიდან პროდუქტი და მედიკამენტი აღარავის შეუტანია, ცხინვალში კი, ჩაკეტილი გზისა და ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, მაღაზიებში აჟიოტაჟური შესყიდვები დაიწყო
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
გორის სასურსათო მაღაზიებისა და სუპერმარკეტების ქსელში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს დე ფაქტო რესპუბლიკაში დაბრუნებული მოქალაქეების კარანტინში განთავსებით და საქართველოსთან ე.წ. საზღვრების ჩაკეტვით ატარებენ.
ჩამოტვირთე მეტი