რუსეთის მესაზღვრეებმა სოფელ ზეღდულეთის მცხოვრები 4 პირი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ცოლ-ქმარი ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძე მცირეწლოვან შვილთან დავით ცერცვაძესა და თანასოფლელ ირაკლი მერებაშვილთან ერთად მეზობელი სოფლების წითელუბნისა და ხურვალეთის გზაზე შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს. მოგვიანებით რუსეთის სამხედროებმა 6 წლის დავით ცერცვაძე ოსურ სოფელში ნათესავებთან დატოვეს, დანარჩენი დაკავებულები კი ცხინვალში გადაიყვანეს. ცოლ-ქმარ ცერცვაძეებს შინ მიცვალებული ჰყავთ, გარდაცვლილის ერთადერთი ჭირისუფლები კი დაკავებულნი არიან. დაკავებულების მეზობლები და ნათესავები როგორც საქართველოს, ისე დე ფაქტო ხელისუფლებას სთხოვენ, რომ მათი თანასოფლელები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ.
სოფლის რწმუნებული ზაზა მუზაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედროებმა მისი თანასოფლელები საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. მისი თქმით, მესაზღვრეები იმ გზაზე იყვნენ შემოსული, რომელიც მეზობელ ქართულ სოფლებს წითელუბანსა და ხურვალეთს ერთმანეთთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე არც მავთულხლართებია გაბმული.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ცხელი ხაზის მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავებს უკვე დაუკავშირდნენ, მაგრამ ცოლ-ქმარ ცერცვაძეებსა და მერებაშვილზე საიმედო ინფორმაცია ვერ მიიღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით სუჯაშვილის ინფორმაციით, მცირეწლოვანი დავით ცერცვაძე რუსეთის სამხედროებმა მეზობელ ოსურ სოფელში ნათესავებთან დატოვეს და ახლა მისი გადმოყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს. სუჯაშვილის თქმით, რუსეთის მესაზღვრეებს მანამდე საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე ჰყავდათ დაკავებული და ერთი მათგანის გათავისუფლება დღეს იგეგმება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში დაკავებების რაოდენობა შემცირებული იყო, მაგრამ ახლა ისევ განახლდა, ზეღდულეთისა და ხურვალეთის მიმართულებით კი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ადამიანი იქნა დაკავებული.