5 წლის წინ, მედვედევ- სარკოზი-სააკაშვილის შეთანხმების საფუძველზე, რუსეთ საქართველოს ომი დასრულდა. ეს ომი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიტანა უამრავი მსხვერპლი, დაჭრილი, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების ნგრევა, მივიღეთ ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი. შეთანხმების მიხედვით, შეიარაღებული ძალები დისლოკაციის ადგილებს უნდა დაბრუნებოდნენ. ეს ვალდებულება საქართველომ შეასრულა, რუსეთმა კი სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მე-4 სამხედრო ბაზა გახსნა. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რუსებმა ეგრეთ წოდებული საზღვრების მოწყობა თავად იკისრეს. 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შემოვიდა, რომელმაც კონფლიქტის ზონაში მონიტორინგი დაიწყო. 12 აგვისტოს შეთანხმების მიხედვით, მისიას დაკვირვება ოკუპირებულ ტერიტორიაზეც უნდა განეხორციელებინა, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლება ევროპელ დამკვირვებლებს ამ დრომდე ცხინვალში არ უშვებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გარდა, ცხინვალში არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მუშაობს. ომის დასრულების პირველ დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ინციდენტების რაოდენობა დიდი იყო. მაგალითად, 2008 წლის სექტემბერში კარალეთის საგუშაგოზე პოლიციის თანამშრომელი კახა ცოტნიაშვილი სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა, ოქტომბერში კი სამი ოსი ახალგაზრდა - ხაჩიროვი, ხუგაევი და პლიევი - უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათი კვალის გარკვევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. რუსებმა ოკუპირებული ტერიტორიების მავთულხლართებით შემოსაზღვრა დაიწყეს, მაგრამ ამით ინციდენტების რაოდენობა არ შემცირებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლიდან დღემდე ცხინვალის მიმართულებით 474 პირი დააკავეს. ყველაზე მეტი - 135 პირი - 2011 წელს იქნა დაკავებული. წელს, ივნისის მონაცემებით, უკვე დაკავებულია 80 პირი. ბოლო ინციდენტი სოფელ ქვეშთან 2 დღის წინ მოხდა, როცა ოსმა მესაზღვრეებმა ქართული პატრულის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პოლიციის მანქანამ ეგრეთ წოდებული საზღვარი გადაკვეთა, რასაც ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, პოლიციის მანქანა ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობდა, რა დროსაც მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით სოფელ ზემო არცევის მხრიდან გაისროლეს. აღსანიშნავია, რომ სოფელ ქვეშთან ამ დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათი შუამდგომლობითა და ცხელი ხაზის დროულად ამოქმედებით მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აღნიშნულ პროვოკაციულ ქმედებას და „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრებში ჩართულ ყველა მხარეს ინციდენტის სიღრმისეული გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინციდენტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გაისროლეს ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხრიდან მას შემდეგ, რაც ქართული პოლიციის მანქანა გამოჩნდა და მოტრიალდა ბარიერის წინ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული შემადგენლობა აკონტროლებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ქართული პოლიცია ინციდენტის ადგილს გაეცალა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია ყველა მხარეს მოუწოდებს გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავი აარიდონ პროვოკაციებს. სოფელ ქვეშის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ინციდენტების რაოდენობა შემცირებულია, სროლის ხმაც იშვიათად ისმის, წლევანდლამდე დაკავებებიც არ ხდებოდა, რადგან ორ მეზობელ სოფელს ქვეშსა და არცევს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო.
კონფლიქტის ზონაში გასული კვირის ბოლოს მომხდარი ინციდენტის გამო დღეს პრესკონფერენცია გამართა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა პაატა დავითაიამ, რომელიც ოგვისტოს ომის შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა. დავითაიას განცხადებით, აგვისტოს ომიდან 5 წლის შემდეგაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განაგრძობს.
პაატა დავითაიამ არ გამორიცხა, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს.
ომის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ ვითარება საოკუპაცია ხაზის გასწვრივ არასტაბილურია - მავთულხლართების მიღმა ექცევა ქართული სოფლების მიწის ნაკვეთები, საძოვრები, სამელიორაციო სისტემები, სახლები და საფლავები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. გარდა ამისა, შემოღობილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილებისთვის იწყება გაუცხოების პროცესი, რადგან წყდება ნათესაური კავშირები. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები როგორც ცხინვალში, ისე თბილისში მიიჩნევენ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად და ნდობის აღსადგენად აუცილებელია გზების გახსნა, მაგრამ რუსული პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის იზოლაციისკენ არის მიმართული.