4 აპრილს, ჩეხეთის სიდიდით მეორე, მასარიკის უნივერსიტეტში გაიმართა ქართველი პროფესორის, გიორგი თუმანიშვილის საჯარო ლექცია თემაზე - ”მომავლის სამართალი”. ლექციის ჩატარებამდე მას ბრნოში, ქალაქში სადაც ეს უნივერსიტეტი მდებარეობს, შეხვდა ჩვენი კოლეგა სალომე აფაზიშვილი. მათ ისაუბრეს იმ სამართლებრივ დავებზე, რომლებიც ტექნოლოგიების საუკუნეში წარმოიშობა და იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. მომავლის სამართლის საფუძვლებზე მუშაობა დღეს დაიწყოს. გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს.