აშშ-ში ფართო გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, მიტ რომნის გამოსვლას ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, რომლის დროსაც მან აშკარად უარყოფით კონტექსტში მოიხსენია პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდამჭერი ამომრჩევლები. რომნის თქმით, ეს ამერიკელები საკუთარ თავს მსხვერპლად მიიჩნევენ და ხელებში უყურებენ მთავრობას.
ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, მიტ რომნის შეხვედრას შეძლებულ დონორებთან ფლორიდაში, არაოფიციალურად გაკეთდა. ცხადია, რომ რომნი არ საუბრობს ფართო აუდიტორიისათვის. სხვაგვარად ის, სავარაუდოდ, არ იტყოდა შემდეგ ფრაზას: მე ვერასდროს დავარწმუნებ ამ ხალხს (იგულისხმება ობამას ამომრჩევლები), რომ თვითონვე უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზეო. არადა, ხალხი, რომელიც მიტ რომნის შეფასებით, ასეთ უპასუხისმგებლობას იჩენს, შეადგენს ამერიკელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარს...
აი, ნაწყვეტი მიტ რომნის გამოსვლიდან: „ხალხის 47% ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერს პრეზიდენტს. კარგი, მას გვერდში უდგას 47% - ის ხალხი, ვინც დამოკიდებულია მთავრობაზე, ვისაც საკუთარი თავი მიაჩნია მსხვერპლად, ვისაც სჯერა, რომ მთავრობას აკისრია მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, ვისაც სჯერა, რომ მას ეკუთვნის ჯანდაცვა, სურსათი, დაბინავება - რომ მას ეს ეკუთვნის და მთავრობა მოვალეა, მას ეს მისცეს. და ეს ხალხი აუცილებლად ამ პრზიდენტს მისცემს ხმას“.
რომნი დასძენს, რომ მისი ამოცანა არ არის, იდარდოს ამ ხალხზე, რადგან, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ფიქრობს, რომ მაინც ვერ დაარწმუნებს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აუცილებლობაში.
ჩანაწერს, რომელიც ლიბერალურმა გამოცემა „მაზერ ჯონსმა“ გამოაქვეყნა, მყისვე გამოეხმაურა ობამას საარჩევნო გუნდი, როგორც მტკიცებულებას, რომ პრეზიდენტობის რესპუბლიკელ მულტიმილიონერ კანდიდატს ჩამოწერილი ჰყავს ამერიკელების ნახევარი და არ ივარგებს პრეზიდენტად.
მიტ რომნის ახლა შვიდი კვირა რჩება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იმის დასამტკიცებლად, რომ ასე არ არის. მან ვიდეოს გავრცელებიდან ცოტა ხანში, ორშაბათს გვიან საღამოს ჩაატარა პრესკონფერენცია და აღიარა, რომ გამოსვლა კრიტიკას იმსახურებს: „იცით, ასე ვიტყოდი, რომ მოხდენილად არ არის ჩამოყალიბებული. სპონტანურად ვუპასუხე შეკითხვას და დარწმუნებული ვარ, შემიძლია ეს უფრო მკაფიოდ და უფრო გასაგებად ჩამოვაყალიბო, ვიდრე ასეთ ვითარებაში გავაკეთე“, განაცხადა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა.
ამდენად, რომნი დაეთანხმა კრიტიკას თავისი გამოსვლის ფორმის მიმართ. მაგრამ შინაარსს რაც შეეხება, მას უკან არ დაუხევია.
„პრეზიდენტს სჯერა იმისა, რაც მე აღვწერე საზოგადოებად, რომლის ცენტრშიც მთავრობა დგას, რომელშიც მთავრობა ასრულებს სულ უფრო დიდ როლს, აკმაყოფილებას ინდივიდების სულ უფრო მეტ საჭიროებას. მე კი მჯერა არა ამის, არამედ თავისუფალი ინიციატივის, თავისუფალი ინდივიდების საზოგადოების, რომელშიც ხალხი თავისი ოცნების განხორციელებას ცდილობს და შეუძლია ერთმანეთის დასაქმება, საწარმოების აგება, მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის შექმნა“, - განაცხადა მიტ რომნიმ პარასკევს ორშაბათს, გვიან საღამოს და უარყო ბრალდება, თითქოს „ჩამოწერილი ჰყავდეს“ თანამემამულეების ნაწილი. პრესკონფერენციაზე მან თავის მიზნად დაასახელა, რომ, როგორც პრეზიდენტი, დაეხმაროს ყველა ამერიკელს.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების უმრავლესობის შედეგებით, მხარდამჭერების რიცხვით ლიდერობს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. თუმცა, უპირატესობა მცირეა. მაგალითად, კომპანია „გელაპის“ ბოლო მონაცემებით, ობამა სულ 3%-ით უსწრებს თავის რესპუბლიკელ მეტოქეს.