კახეთში, თვითმმრთველობის რეფორმის წინა, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საჯარო შეხვედრები დაიწყო. მთავრობის წარმომადგენლები პირველ ეტაპზე თვითმმართველობის მოქმედ ხელმძღვანელებსა და დაინტერესებულ პირებს ხვდებიან, რომლებიც მომავალში რეფორმის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი თელავში უკვე შეხვდა არასამთავრობო, სამოქალაქო და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. შერგელაშვილმა დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. ითქვა, რომ იგეგმება ორდონიანი - მუნიციპალური და რეგიონალური -თვითმმართველობების ჩამოყალიბება, რაც სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოებისა და თემების შექმნას გულისხმობს:
„ეს არის მნიშვნელოვანი ყველასთვის, თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, აქტიური ადამიანებისთვის, რადგან დაგეგმილია ძალიან მასშტაბური რეფორმის განხორციელება. პარალელურად მიმდინარეობს საკანონმდებლო პროექტების მომზადება. ეს დისკუსიები ჩვენ გვეხმარება, რომ პროექტების მეტად სრულყოფილი პაკეტი წარვადგინოთ საქართველოს პარლამენტში“.
როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტი იუწყება, მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებში უნდა განხორციელდეს, თუმცა მანამდე საკრებულოს თავმჯდომარეებმა სოფლებში შეხვედრები უნდა გამართონ სოფლის მოსახლეობისთვის რეფორმის შინაარსის გასაცნობად. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე ამბობს, რომ ასეთ შეხვედრებს მალე დაიწყებენ. მისივე თქმით, რეფორმის შემდეგ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები რეალურად მოუგვარდებათ:
„მოქალაქეთა უფრო მეტი ფენა უფრო აქტიურად იქნება ჩართული თვითმმართველობის ყველა პროცესში. ჩემი აზრით, ეს აუცილებლად მოიტანს სიკეთეს, რაც, პირველ რიგში, იმით აისახება, რომ ყველა ის რეალური პრობლემა, რომელიც დღეს ხშირად ადგილობრივი თვითმმართველობის მიღმა რჩება, ამის შემდეგ უფრო აქტუალურად იქნება დაყენებული და უფრო მეტი რეალური ბერკეტი ექნება თვითმმართველობას ამ პრობლემების გადასაწყვეტად“.
თვითმმართველობის რეფორმის პირველად პროექტს დადებითად აფასებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ივანე გალახვარიძე, თუმცა მას შენიშვნებიც აქვს:
„უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, თუ არსებული სისტემის რეალური დეცენტრალიზაცია მოხდებოდა. სასურველი იქნებოდა, რომ ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არჩევითი ყოფილიყო. ის, რომ ორდონიანი წარმომადგენლობა გვეყოლება, თავისთავად მოგვიტანს სიკეთეს, მაგრამ მთავარი, რაც მე ამ პროგრამაში არ მომწონს, არის ის, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უნდა იყოს დანიშნული“.
რა იციან თელაველებმა თვითმმართველობის რეფორმის შესახებ? ამ შეკითხვით ჩვენ რიგით ადამიანებს მივმართეთ. გამოკითხულთა ნაწილს ინფორმაცია არა აქვს, ნაწილი კი პირადი პრობლემების გამო პროცესებში ჩართვას ვერ ახერხებს.
მოსახლეობა:
„არა, არ ვერთვები ამ პროცესებში, ავადმყოფს ვუვლი და ამის გამო დრო არ მრჩება. მინდა, რომ იყოს მშვიდობა, დაწყნარდეს ყველაფერი და სასიკეთო საქმეების განხორციელებაში ხელი მოგვემართოს“;
„რა თქმა უნდა, კარგია ეს რეფორმა, რადგანაც ითვალისწინებს ბიუჯეტის გაზრდას, რომლის მეშვეობითაც ხალხის ბევრი პრობლემა გადაიჭრება, შეიქმნება თვითმმართველობის საბჭოები და ბევრი პრობლემა გადაწყდება, რომელიც ხალხს აწუხებს“.
თვითმმართველობის რეფორმა, რომელმაც რეგიონი და სოფელი უნდა გააძლიეროს, 2013-2014 წლებში განხორციელდება. საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების ძირითადი პრინციპები საქართველოს პრემიერ- მინისტრმა მოიწონა და პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან მუშაობა დაავალა.