Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება გრძელდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 სექტემბერს


აჭარა წითელ ზონად რჩება, ეპიდემიოლოგები მუშაობენ კახეთშიც

გუშინ, 14 სექტემბერს, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი, 108 შემთხვევა ისევ აჭარაზე მოდის. ეპიდემიოლოგები მუშაობენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, სადაც 11 შემთხვევაა გამოვლენილი. იქ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ განახლდება.

ეპიდემიოლოგები ინფიცირებულების კონტაქტებზე ყოველდღიურად მუშაობენ, თუმცა რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი.

19 წლის ლუკა (სახელი შეცვლილია) თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია. მის თანაკურსელს კორონავირუსი 12 სექტემბერს, შაბათს დაუდასტურდა. ლუკა ინფიცირებული სტუდენტის ახლო კონტაქტად ითვლება, რადგან ვირუსის დადასტურებამდე ორი დღით ადრე, ხუთშაბათს, მასთან ერთად ლექციას დაესწრო. ისინი საათზე მეტხანს გვერდიგვერდ ისხდნენ.

ლუკას დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღემდე, მათ არც თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და არც ეპიდემიოლოგიური ჯგუფი არ დაჰკავშირებია.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პუტინი ბელარუსს 1.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დახმარების გამოყოფაზე დათანხმდა ბელარუსის პრეზიდენტს ალიაქსანდრ ლუკაშენკას. მოსკოვი მინსკს სესხის სახით 1.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს - თუმცა, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსმა ხალხმა კრიზისი უცხოეთის ჩარევის გარეშე, თავად უნდა გადაწყვიტოს.

პუტინსა და ლუკაშენკას შორის სოჭში მიმდინარე შეხვედრიდან ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა 14 სექტემბერს თქვა, რომ, მისი აზრით, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ლუკაშენკას წინადადება ლოგიკური და დროულია. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული. თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ პრეზიდენტს უბრალოდ დროის მოგება და საპროტესტო მუხტის ჩაქრობა სურს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს სწავლა იწყება, თუმცა ზოგან ისევ დისტანციურად

დღეს საქართველოს სკოლებში სწავლა განახლდება, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ზოგ სკოლაში სწავლა ისევ დისტანციურად წარიმართება. ეს შეეხება დიდ ქალაქებს: თბილისს, გორს, რუსთავს, ზუგდიდს, ქუთაისს, ფოთსა და ასევე აჭარას. რაც შეეხება საკლასო ოთახებში სწავლის განახლებას, მოსწავლეები სკოლებს 1 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.

სახელმწიფომ სწავლის დაწყების წინ განათლების სამინისტროს და სკოლების მთელი რესურსი იმაზე დაახარჯვინა, რომ სკოლები მოსწავლეების მისაღებად მოემზადებინა. სკოლებს მოსწავლეები სწორედ დღეს უნდა მიეღოთ, თუმცა გეგმები გასულ კვირაში შეიცვალა.

რა სახით მოუწევთ მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება? რადიო თავისუფლებამ დისტანციური სწავლების წესებსაც გადახედა. განათლების სამინისტროს დოკუმენტში წერია, რომ დღეში 3 გაკვეთილზე მეტის ჩატარება სწავლის არცერთ ეტაპზე არ არის რეკომენდებული. თუმცა რამდენიმე ცხრილის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაკვეთილების რაოდენობა და მათი ხანგრძლივობაც უფრო მეტია.

რა გააკეთა სახელმწიფომ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და რა უფრო საშიშია, ვირუსი თუ ხანგრძლივი იზოლაცია? - წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

2-ჯერ გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ის კვლევა

საქართველოში ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბოლო 9 თვეში თითქმის ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ბოლო კვლევის შედეგები ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, 19-დან 39 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. თითქმის ამის პროპორციულად შემცირდა (53%-დან 32%-მდე) იმ ადამიანების წილი, ვინც საპირისპიროს ფიქრობს.

წაიკითხე მეტი.

აშშ ამცირებს თანამშრომლობას ქართულ კომპანიებთან, რომლებიც HUAWEI-ს ტექნოლოგიებს იყენებენ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წყვეტს ან ამცირებს თანამშრომლობას იმ ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, HUAWEI-ს ტექნოლოგიებით სარგებლობენ.

ერთ წელზე მეტია, რაც “ჰუავეი” აშშ-ში სანქციების ქვეშაა. ვაშინგტონმა კომპანია ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა.

“ჰუავეი” სმარტფონების ყველაზე დიდი რეალიზატორია მსოფლიოში - 55,8 მილიონი გაყიდული მობილური ტელეფონით. საქართველოში კომპანია 20 წელზე მეტია მუშაობს და ტელეკომუნიკაციების ყველა ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობს.

კომპანიის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან ელექტრონულ მიმოწერაში აცხადებს, რომ საქართველოში, ჩინური ბრენდის სმარტფონების წილი დაახლოებით 9-10%-ია. ჩინური კომპანიის ტექნიკით სარგებლობენ სახელმწიფო უწყებებშიც. მაგალითად, “ჰუავეის” ფირმის 200 პლანშეტს იყენებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

წაიკითხე მეტი.

ერთს სასმელი მოუწამლეს. მეორეს ველოსიპედი დაუმსხვრიეს. გზაში ბარიკადები ხვდებოდათ. ქვებს უშენდნენ. თითებს ამტვრევდნენ. ასეთი იყო ტურ დე ფრანსის პირველი ორი რბოლა...​

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG