Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტომობილების აქციზის გადასახადის გაზრდის მიზანი და შედეგები


რუსთავის ავტობაზრობა
რუსთავის ავტობაზრობა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობპროდუქტების აქციზთან ერთად გაიზარდა იმპორტირებული ავტომობილების აქციზის გადასახადიც. ამ ცვლილებამ მომენტალურად გააძვირა როგორც საავტომობილო საწვავი, ასევე თავად ავტომობილები. მთავრობა აქციზის გაზრდას ეკოლოგიასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის.

ავტომობილების იმპორტი და ექსპორტი წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო ვაჭრობის უპირობო ლიდერი იყო, ახლა კი ეს ბიზნესი დაღმავლობის გზას დაადგა და ამას მთავრობაც ხელს უწყობს. 2016 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ავტომობილების ექსპორტმა საერთო ექსპორტის მხოლოდ 8 პროცენტი შეადგინა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ეს არ არის იმ პოლიტიკის საბოლოო შედეგი, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG