შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „არაზუსტს“ უწოდებს ცნობებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამერიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფი გააფრთხილა, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრეს. ბაქოც უარყოფს ასეთ გეგმას. თუმცა სომხეთში შიში არ განელებიათ.
საქართველოს მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან „ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება გააფორმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში მორიგი ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და დაინტერესება გამოხატა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით.
„უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ჩინეთისთვის აშკარად უმცროსი პარტნიორია… და ჩინეთიც იწყებს რუსეთის გავლენის სფეროებში შეჭრას, მათ შორის კავკასიაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისტორიკოსი გლენ ტიფერტი, სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს. განაცხადი საკანონმდებლო ორგანოში 6 ოქტომბერს დაარეგისტრირეს.
ქართული ბანკები ამბობენ, რომ ემორჩილებიან საერთაშორისო სანქციებს. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სანქციებს არც იმ შემთხვევაში დაარღვევენ, თუკი სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე დღეს მისცემენ თავისი საბანკო ანგარიშებიდან ფულის გასატანად.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, აკრძალოს დეფიციტური საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, საქართველოშიც გააძვირებს საწვავს.
აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, სავარაუდოდ, საქართველოს რამდენიმე ბანკში აქვს ანგარიში, მათ შორის ისეთშიც, რომელმაც ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ არ აპირებს გამონაკლისების დაშვებას.
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აშშ-ის მიერ სანქცირების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს „გამონაკლისი“ დაუშვა, რის შედეგადაც სები აღარ ავალდებულებს კომერციულ ბანკებს, სანქციები გაავრცელონ ფარცხალაძეზე.
აშშ-მა სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს. წლების წინ მას ბიძინა ივანიშვილი უწოდებდა „კაცურ, ვაჟკაცურ კაცს“. ვაშინგტონი დღეს მას უწოდებს „ქართველ-რუს ოლიგარქს“, რომელსაც რუსეთის ФСБ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ჩამოტვირთე მეტი