ლარი ისევ გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ღირებულება 2.8019-დან 2.7891 ლარამდე შემცირდა. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, ლარი სწრაფად უფასურდებოდა და ეროვნულმა ბანკმა, 17 აგვისტოს, აუქციონზე გასაყიდად 20 მილიონი დოლარი გაიტანა.