უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დასავლური სანქციების დაწესებამ ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა, „შუა დერეფანი“ გამოაცოცხლა. რადიო თავისუფლება აგიხსნით, რა არის და რამდენად მნიშვნელოვანია იგი და როგორია ამ დერეფანში საქართველოს როლი.
"საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს", - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით "საქსტატის" მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევა საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ.
მეოთხე დღე დაიწყო, რაც ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ასზე მეტი მძღოლი ღამეს მანქანაში ათევს. ისინი საზღვარს ვერ კვეთენ. რუსული მხარის ცნობით, გატეხილია მათი საბაჟოს მონაცემთა ბაზა და შეფერხებულია დოკუმენტების გაფორმება.
ქუთაისი საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს შორისაა, სადაც ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები იწყება, დადგენილ დროს ვერ სრულდება, შემდეგ ვადა რამდენჯერმე იცვლება, შედეგი კი - ისევ არ ჩანს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში, სანქციებისა თუ სხვა გარემოებების გამო, იმპორტიორებმა დასავლეთიდან სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების, შეტანის ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს.
რუსულმა ავიაკომპანიებმა შესაძლოა რეგიონალური ავიალაინერებით Sukhoi Superjet-ით ფრენები შეაჩერონ. მიზეზი ძრავის აალების სანთლების დეფიციტია. ძრავები თვითმფრინავებზე რუსულ-ფრანგული წარმოების იყო, აალების სანთლებს კი აშშ აწარმოებდა.
მთავრობა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს ონკოლოგიურ წამლებზე ფასების ხელოვნურ და შეთანხმებულ ზრდაში ადანაშაულებს. კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, ხომ არ არ მოქმედებენ კომპანიები შეთანხმებული, ე.წ. კარტერული გარიგებებით?
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ თვალშისაცემად გაზარდა ექსპორტი როგორც რუსეთთან, ისე დსთ-ს სხვა ქვეყნებთან. რუსეთის მეზობლებთან სავაჭრო ნაკადების ზრდა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ პუტინი სანქციებისთვის გვერდის ავლას პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახმარებით ახერხებს.
გასულ კვირაში საქართველოში მორიგი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა: საქსტატის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 21%-ით გაიზარდა და 1774 ლარი შეადგინა.
ჩამოტვირთე მეტი