მეოთხე დღე დაიწყო, რაც ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ასზე მეტი მძღოლი ღამეს მანქანაში ათევს. ისინი საზღვარს ვერ კვეთენ. რუსული მხარის ცნობით, გატეხილია მათი საბაჟოს მონაცემთა ბაზა და შეფერხებულია დოკუმენტების გაფორმება.
ქუთაისი საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს შორისაა, სადაც ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოები იწყება, დადგენილ დროს ვერ სრულდება, შემდეგ ვადა რამდენჯერმე იცვლება, შედეგი კი - ისევ არ ჩანს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში, სანქციებისა თუ სხვა გარემოებების გამო, იმპორტიორებმა დასავლეთიდან სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების, შეტანის ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს.
რუსულმა ავიაკომპანიებმა შესაძლოა რეგიონალური ავიალაინერებით Sukhoi Superjet-ით ფრენები შეაჩერონ. მიზეზი ძრავის აალების სანთლების დეფიციტია. ძრავები თვითმფრინავებზე რუსულ-ფრანგული წარმოების იყო, აალების სანთლებს კი აშშ აწარმოებდა.
მთავრობა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს ონკოლოგიურ წამლებზე ფასების ხელოვნურ და შეთანხმებულ ზრდაში ადანაშაულებს. კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, ხომ არ არ მოქმედებენ კომპანიები შეთანხმებული, ე.წ. კარტერული გარიგებებით?
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ თვალშისაცემად გაზარდა ექსპორტი როგორც რუსეთთან, ისე დსთ-ს სხვა ქვეყნებთან. რუსეთის მეზობლებთან სავაჭრო ნაკადების ზრდა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ პუტინი სანქციებისთვის გვერდის ავლას პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახმარებით ახერხებს.
გასულ კვირაში საქართველოში მორიგი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა: საქსტატის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 21%-ით გაიზარდა და 1774 ლარი შეადგინა.
2023 წლის თებერვალში დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებდნენ - 672,209 ბენეფიციარი.
ომის დაწყების დღიდან უკრაინას თითქმის 200 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა შესწირეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი უკრაინულ ჯარს მოხმარდა.
იმის მაგივრად, რომ ექსპორტისთვის ახალი გზები მოეძებნა, ბუნებრივი აირით მდიდარი თურქმენეთი ისევ რუსულ ენერგეტიკულ ორბიტაზე ბრუნდება, - აცხადებენ ექსპერტები.
კურორტ საირმეში ღირსეული სამუშაო პირობების და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას განაგრძობს კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ 30-ზე მეტი თანამშრომელი.
ჩამოტვირთე მეტი