ოკუპირებულ აფხაზეთში „ენგურჰესის“ კომპლექსში შემავალი ჰიდროელექტროსადგურის, „ვარდნილჰესი 2“-ის აღდგენას და აფხაზური კომპანია „სოხუმჰესისთვის" გადაცემას აპირებენ. ამ შემთხვევაში დე ფაქტო ხელისუფლება ინვესტორისგან უფასოდ მიიღებს ელექტროენერგიის 20%-ს. სოხუმს სადგურის აღდგენას სთავაზობს „ენგურჰესიც“. არსებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, ელექტროენერგია ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის 50/50-ზე გადანაწილდება.