მიმტანები, ბარმენები, მზარეულები, დამლაგებლები, მრეცხავები - რესტორატორები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში თითქმის არ არსებობს რესტორანი, რომელსაც აი ამ პოზიციებზე ვაკანსიები არ ჰქონდეს გამოცხადებული, თუმცა, დასაქმების მსურველებს ვერ პოულობენ. „პარადოქსია, მაგრამ ასეა“, - ამბობენ ისინი.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პირველადი მოხმარების ნივთებზე, საყოფაცხოვრებო ქიმიასა და, რაც მთავარია, პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივი ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის, გლობალურ ეკონომიკურ არასტაბილურობას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
14 დღე გექნებათ იმისთვის, რომ მოიფიქროთ გინდათ ნაყიდი ნივთის დატოვება თუ არა. თუ ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნებას გადაწყვეტთ, მაღაზიამ თანხა სრულად უნდა დაგიბრუნოთ.
კვირაზე მეტია, რაც მწეველების უმრავლესობა თბილისის ქსელურ სუპერმარკეტებში სიგარეტს ვეღარ ყიდულობს, თამბაქოს ჯიხურებში კი ის სიგარეტები, რომლებიც სუპერმარკეტების დახლებიდან გაქრა, თითქმის ორჯერ ძვირად იყიდება.
ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, „ეროვნულ ბანკსა“ და „გაზპრომს დაავალა“, 31 მარტამდე „არამეგობრულ სახელმწიფოებთან“ ანგარიშსწორება რუბლებით განახორციელონ.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს საკვების გლობალური დეფიციტი მთელ მსოფლიოში და ნამდვილი შიმშილიც კი, რომელიც მინიმუმ ასობით მილიონ ადამიანს შეეხება, - ამგვარი საფრთხის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობენ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდებოდა. ეს მოთხოვნა ახალ წინაღობებს შეუქმნის ევროპულ კომპანიებს, რომლებიც გაზს რუსეთიდან ყიდულობენ.
ჩამოტვირთე მეტი