2022 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანება გამოსცა და ქვეყნის მასშტაბით 62 მუნიციპალიტეტს დაავალა, ღირსეულად აღენიშნათ ახალი წელი.
როგორც წესი, საახალწლო დღესასწაულებამდე ორი კვირით ადრე, აფხაზეთში ციტრუსის ექსპორტი პიკს აღწევს, მაგრამ წელს ასე არ არის.
ერთი შეხედვით, რუსეთის ეკონომიკამ იმაზე უკეთ გაუძლო ომსა და კრიზისს, ვიდრე ამას თვითონ რუსი ეკონომისტები და უცხოელი ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე - ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების პირველ თვეებში.
სულ რამდენიმე კვირა თუ იქნებოდა გასული 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული საომარი მოქმედებების დაწყებიდან, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირდაპირ განაცხადა, რომ კრემლს მოუწევს დაისწავლოს სიტყვები „რეპარაცია“ და „კონტრიბუცია“.
ძიძების უმეტესობა საქართველოში ზეპირი შეთანხმებით მუშაობს. ახლა ნაწილმა შექმნა ხელშეკრულება, რომლითაც ცდილობენ შრომითი კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა მშობლებისთვისაც სასარგებლო იქნება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო 10 თვეში საქართველოში ჯამში 3,3 მილიარდი აშშ დოლარი გადმორიცხეს. აქედან 1,4 მილიარდი რუსეთიდან.
უკრაინაში მოთხოვნა იზრდება კერძო თავშესაფრებზე. მშენებლები კლიენტებს სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების თავშესაფრებს სთავაზობენ.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, წლის მე-3 კვარტალში რუსეთი 9,2 მილიონმა ადამიანმა დატოვა. რუსეთიდან ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გარბიან. თან მიაქვთ ფული და თავიანთი ბიზნესიც, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა, სამომავლოდ შესაძლოა სირთულეებიც გამოიწვიოს.
რადიო თავისუფლების პროექტ „სხემის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დასავლური კომპონენტები აღმოაჩინეს ირანული წარმოების სამხედრო დრონებში, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. რეპორტიორებმა შეისწავლეს ერთ-ერთი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ფონზე, ერთ-ერთ წამახალისებელ ინსტრუმენტად ხედავს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რასაც, მისი შეფასებით, ობიექტური ბარიერები არ გააჩნია.
ედვარდ ჩოუ, ვაშინტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი მკვლევარი კრიტიკულად აფასებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ენერგოსანქციების სტრატეგიას და თვლის, რომ ის არაეფექტიანია. ედვარდ ჩოუს აზრით, ეფექტის მოტანა შეეძლო რუსეთის ნავთობის იმპორტზე ტარიფის დაწესებას.
ჩამოტვირთე მეტი