ჩემი ერთ-ერთი პირველი „ბერლინალე“, დიდი, დიდი ხნის წინ, ნაძლევით დაიწყო. რატომღაც მგონია, გაგეცინებათ, მაგრამ მსახიობ გივი სიხარულიძეს დავენაძლევე - ანგ ლის „საქორწინო ბანკეტი“ ვნახეთ. კარგად ვიცოდი ბერლინის ფესტივალის კონიუნქტურა და ეგრევე მივხდი, რომ ეს სურათი „ოქროს დათვით“ აღინიშნებოდა. მოიგებს-მეთქი... გაბრაზდნენ ქართველები, ეს რა ფილმია, მართლა „ცისფრებზე“ უნდა იყოს კინო, აქ რომ მოიგოსო? ახლა ვხვდებით, ფარაჯანოვის ფილმები რატომ მოსწონდათ ფესტივალებზეო.
ნაძლევი მოვიგე. ფილმისთვის ტაივანელ გეიზე, რომელიც ნიუ-იორკში მშობლების ჩამოსვლის შემდეგ იძულებულია, ქორწილი გაითამაშოს (რათა დაარწმუნოს მოხუცი დედ-მამა, რომ ჰეტეროსექსუალია) - ამ საშუალო, მაგრამ ძალიან კეთილი სურათისთვის ანგ ლიმ ბერლინის ფესტივალის „ოქროს დათვი“ მოიპოვა. მაშინ გამარჯვება ქართველებმაც ვიზეიმეთ: „ვერცხლის დათვი“ თემურ ბაბლუანს გადასცეს „უძინართა მზისთვის“. ანგ ლი და თემურ ბაბლუანი სცენაზე დაპატიჟეს. მათ ერთმანეთს მიულოცეს წარმატება.
ეს ამბავი 1993 წელს მოხდა. მას შემდეგ ქართველ კინემატოგრაფისტებს ბერლინის ფესტივალის „დათვი“ აღარ მოუპოვებიათ. ერთ ხანს „ბერლინალეს“ დირექციით თუ შემრჩევი კომისიით უკმაყოფილოები აგრძელებდნენ ქილიკს: აქ „დათვს“ იმას აძლევენ, ვინც „ცისფრებზე“ იღებს კინოსო. მერე, როცა მიხვდნენ, რომ სასაცილო მდგომარეობაში იგდებდნენ თავს, სხვა მიზეზი მოიგონეს: აქ პოლიტკორექტული კინო უყვართ, ჩვენ კი თავისუფალი ხალხი ვართ და მხატვრულ სურათებს ვიღებთო.
ჩემი დაკვირვებით, ამას ამბობენ მხოლოდ „ერთმორწმუნე ძმები“ - რუსები და ქართველები („დათვებში“ ბედი არც რუსებს სწყალობთ). აი, წელსაც იგივე თქვეს - ფესტივალის შედეგების გამოცხადების შემდეგ რუსებმა „ბერლინალეს“ ჟიურის „სოცრეალიზმის სიყვარული“ დააბრალეს; ორი გამარჯვებული ფილმი - რუმინული „ბავშვის პოზა“ და ბოსნიური „ჯართის შემგროვებლის ცხოვრების ეპიზოდი“ - ძალიან ბევრმა კრიტიკოსმა შეაფასა, როგორც „კარგად გათვლილი პოლიტკორექტულობა“ და „ბერლინალეს“ მიერ დამკვიდრებული „კლიშეებით თამაში“. თავი ისევ იჩინა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელმა ამ კომპლექსმა - სოციალური თემატიკის შიშმა, სოცრეალიზმისგან მიღებულმა ტრავმამ, რომელიც ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე, უბრალოდ, კინოს სამყაროს პრობლემა, რომელიც მუდმივად იჩენს თავს დღევანდელ საქართველოში.
„ოქროს დათვით“ დაჯილდოებულ რუმინულ სურათში, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ჩაუშესკუს რუმინეთში გამდიდრებული დედა - „ნორკის ქურქით“ და ბრილიანტის ბეჭდებით, ცდილობს მართლმსაჯულებისგან იხსნას თავისი ერთადერთი შვილი - 30 წლის კაცი, რომელმაც მანქანით ბავშვი გაიტანა. იგი მოწმესაც მოისყიდის, ექსპერტიზაზეც ჩააწყობს საქმეს (მძღოლმა სიჩქარეს გადააჭარბა) და ბოლოს, მსხვერპლის ოჯახს ესტუმრება. აქამდე კამერა არ გამოსულა შეძლებული რუმინელების საცხოვრებელი გარემოდან, ფინალში კი სურათის გმირებთან ერთად მოხვდა ბუქარესტის გარეუბანში - უაღრესად ღარიბ დასახლებაში, იქ, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ცხოვრობდა. დედას თვალი ეხილება. დედას და მაყურებელს. კამერაც კი იცვლება. აქამდე მუდმივად მოძრაობდა, ერთი წამითაც არ ჩერდებოდა, ახლა კი გაშეშდა სურათის გმირებთან ერთად და იმ სივრცის აღბეჭდვა დაიწყო, რომელიც ამ ადამიანებს არასდროს ენახათ.
ეს ყველაფერი ცოტა წააგავს ჩემი საყვარელი რობერტო როსელინის კინოს. გახსოვთ „ევროპა 51“? ინგრიდ ბერგმანი, ამერიკელი დიპლომატის ცოლი, რომლის შვიდი წლის ვაჟი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს მშობლების უყურადღებობის გამო? ინგრიდ ბერგმანი - შვილმკვდარი დედა, რომელიც თვითგვემის პროცესში სულ სხვა სამყაროს აღმოაჩენს - გაიცნობს ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ! ცივილიზაციის მიერ ნანგრევებსა და ნაგავში მოსროლილ ადამიანებს, რომლებიც თვით ღმერთმაც კი დაივიწყა...
ერთადერთი მისია აქვს ასეთ კინოს - თვალის ახელა! ერთადერთი მისია აქვს აქ კამერას - იმ სივრცის აღბეჭდვა, იმ ადამიანთა სახეების დანახვა, რომელთა არსებობა აღარავის ახსოვს - არც ხელისუფლებას, არც პოლიტიკოსებს, არც მედიას, არც ხელოვანთ. არავის!
ჩვენ ასეთი კინოც არ გვაქვს.
პოლიტიკოსები ხომ არ გვყავს და არ გვყავს: მთავრობა შეიცვალა, მაგრამ უსახლკაროებს, საცხოვრებლით დახმარების ნაცვლად, 200-ლარიანი დახმარების გაუქმებით ემუქრებიან. უსახლკარონი და უპოვარნი თვითმკვლელობაზე ფიქრობენ, ხელისუფლება და ოპოზიცია, მართლმსაჯულება, მედია კი სულ სხვა პრობლემებით ცდილობს საზოგადოების მანიპულირებას, გლადიატორების ბრძოლას აწყობენ პირდაპირ ეთერში, „ჰორორებს“ გვიამბობენ ადამიანთა წამებაზე... მაგრამ იმათ, ვისაც შია და სცივა, მაქსიმალურად იშორებენ თავიდან. ეს ხალხი არავის უნდა - „უსაქმურები“, „პარაზიტები“, „სხვისი ქონების მიმთვისებლები“.
ჩვენს კამერასაც ეზარება ამ სივრცის აღბეჭდვა, ამ ადამიანების აღბეჭდვა.
არ დაეზარა ბოსნიელ რეჟისორს, დანის ტანოვიჩს - გვიამბო სარაევოს გარეუბანში, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ბოშებზე, რომელთაც საზოგადოება ნაგავში გადაყრილ ჯართად აღიქვამს; სურათის გმირი, ნაზიფი რომ აგროვებს, სწორედ იმ ჯართად. ნაზიფი ცდილობს, გადაარჩინოს თავისი ცოლი, რომელსაც ნაადრევი მშობიარობა ეწყება. ნაყოფი კვდება. ახლა ქალი იცლება სისხლისგან. მაგრამ სარაევოს კლინიკები უარს ამბობენ ოპერაციაზე. ბოშებს სამედიცინო დაზღვევა არა აქვთ.
გეცნოთ სიუჟეტი?
ბერლინელებს რომ გაუკვირდეთ, ეს რა ქვეყანაა, ეს რა ფაშიზმია, არადა, ბოსნიას ნატოში შესვლის პრეტენზია აქვსო!.. ნორმალურია ეს გაკვირვება. მაგრამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის კინემატოგრაფისტს რომ არ ააღელვებს ეს ისტორია, მოგონილად და კონიუნქტურულად რომ მიიჩნევს, აქ საქმე უკვე საგანგაშო მდგომარეობასთან გვაქვს! ეს იმას ნიშნავს, რომ ემპათია ნულზეა არა მარტო პოლიტიკურ სივრცეში, არა მარტო მედიაში, არამედ კულტურაშიც - იქ, სადაც, წესით, ყველაზე მგრძნობიარე, ყველაზე ემპათიური ხალხი უნდა მოღვაწეობდეს.
წლების მანძილზე ქართული კულტურა ემპათიისა და ჰუმანიზმის კატასტროფულ ნაკლებობას განიცდიდა - მითებზე, სადღეგრძელოებზე და, რაც მთავარია, ნარცისულ თვითტკბობაზე იგებოდა. ქართველი ხელოვანი დარწმუნებული იყო, რომ სამყარო, რომელსაც ასახავდა, მისი პირადი სამყარო, მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ყველასთვის. ეს ნარცისიზმი აისახებოდა არა მარტო კულტურაში; ეს ნარცისიზმი აისახებოდა და აისახება ყოფაში, მედიაში, პოლიტიკაში; განსაკუთრებით მაშინ, როცა მსჯელობა იწყება „საქართველოს როლზე“ და იმაზე, როგორ ფიქრობს დღედაღამ მსოფლიო - ამერიკა, ევროპა და, განსაკუთრებით, რუსეთი - საქართველოზე, „ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაზე“. ეს ნარცისიზმი აბრმავებდა და აბრმავებს მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ხელოვნება და, განსაკუთრებით, „თვალის ახელის ხელოვნება“, კინო, იმის ნაცვლად, რომ დაუნახავი, დამალული რეალობა და ადამიანები აღბეჭდოს, თავს გვაბეზრებს კინორეჟისურაში მოსული, „კარგ შამპუნში დაბანილი“ გოგო-ბიჭების ნარცისული ხილვებით.
ცხოვრებაში ერთხელ გამოვცადე შიმშილი.
პარიზში სტიპენდია მქონდა და ფულმა რაღაც დღესასწაულის გამო დააგვიანა. არადა, გადასარევ ადგილას ვცხოვრობდი - მონპარნასის ბულვარზე. ჩემი საერთო საცხოვრებელი ზუსტად კაფე „როტონდის“ თავზე იყო. კარგად მახსოვს ის შაბათ-კვირა - რამდენიმე კივი მქონდა. დავჭერი და დავითვალე, ვფიქრობდი, როგორ გამენაწილებინა. საღამოს, ძალიან მშიერი, სახლში რომ დავბრუნდი, „როტონდის“ მაგიდებთან მოკალათებული ხალხი შევათვალიერე. სალათების უზარმაზარი ულუფებითა და ჭიქებში წითელი ღვინით. მახსოვს ეს განცდა - გაბრაზების, ზიზღის, შურის. იმ წამს მივხვდი, რომ მშიერი ადამიანის მიმართ პრეტენზია არ უნდა გქონდეს. ასეთი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ერთადერთი, რაც სასწრაფოდ უნდა გააკეთო - უნდა დააპურო!
ეს „მშიერი შაბათ-კვირა“ და კივი, რომელიც მას მერე შევიძულე, ცხადია, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ათასობით ადამიანი განიცდის საქართველოში. მაგრამ ეს განცდა - შიმშილისა და შურის - მაინც მუდამ მახსოვს.
პოლიტიკოსებს, ეკონომისტებს, ჟურნალისტებს შეუძლიათ ამ პრობლემის „რაციონალიზაცია“, მაგრამ ხელოვანს ამის უფლება არა აქვს; განსაკუთრებით - კინემატოგრაფისტს. ყოველ შემთხვევაში, თუ გამარჯვება უნდა (მაგალითად, „დათვი“, რომელზეც ყველა კინემატოგრაფისტი ოცნებობს), მან უნდა იცოდეს, როგორ აიხილოს თვალი და, რაც მთავარია, როგორ აუხილოს თვალი სხვას. უნდა შეეძლოს, დაარწმუნოს მაყურებელი, რომ სამყარო, რომელსაც ის სარკეში ხედავს, არ არის ერთადერთი და გამორჩეულად საინტერესო; რომ არსებობს სხვა სამყაროც: ჭიანჭველა, რომელიც დიდი გაჭირვებით ეზიდება საკუთარ წონაზე გაცილებით მძიმე ტვირთს, ინვალიდი, რომელიც ეძებს პანდუსს სავარძლით გადასაადგილებლად, ბავშვი, რომელსაც მშობლები სცემენ, თავდახრილი მოხუცი, რომელიც ცელოფანის პარკით ნელ-ნელა მიათრევს ცარიელ ბოთლებს ნაგავში გადასაგდებად, დედა, რომელსაც ტელევიზიით უჩვენებენ, როგორ იცლება სისხლისგან მისი შვილი...