წინა ღამეს „ვორდის“ ახალი ფაილი გავხსენი, ცვლილებები დავარქვი და დავხურე. ჩემი ჭკუით, ახალი ბლოგის იდეა დავაფიქსირე, რომელსაც მეორე დღეს გავშლიდი. მეგონა, ნახევარი საქმე გაკეთებული მქონდა და მშვიდად დავიძინე. მეორე დილას კი აღმოჩნდა, რომ აღარაფერი მახსოვდა.
აი, ასე იცის ახალი წლის პირველმა დღეებმა. რაც უნდა ცივსისხლიანი იყო, სადღაც ძალიან ღრმა, შინაგან ჯურღმულში, პროცენტის სულ რაღაც, მეასიათასედით გგონია, რომ ახალი წლიდან სულ ოდნავ, მაგრამ მაინც რაღაც შეიცვლება. ბუნებრივია, ცვლილებებს უკეთესობისკენ ელოდები. და ეს მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერს გეწურება კონტრაქტის ვადა დამქირავებელთან და ახალ წელს უმუშევარი ხვდები.
მოკლედ, ამ საახალწლო სმამ ცოტა ამომაგდო ჩვეული რიტმიდან და ვეღარ ვიხსენებ, რა ცვლილებებზე უნდა მელაპარაკა. თუმცა, უმუშევრობა, თავისთავად, უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
უმუშევრობა, პირველ რიგში, ჩემს მობილურ ტელეფონზე აისახა. ჯერ ოფისის ტელეფონის ნომერი წავშალე მისი მეხსიერებიდან. მაინც არავის სჭირდებოდა, ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გვისარგებლია. საერთოდ, მისი ზარის ხმა ერთადერთხელ გავიგეთ: ვიღაც ინგლისურენოვანმა დარეკა საზღვარგარეთიდან, მაგრამ სხვაგან მოხვდა. ასე რომ, ეს ნომერი ყოველგვარი გულისტკივილის გარეშე მოვიცილე ცხოვრებიდან.
მეორე ეტაპი ნაკლებად სასიამოვნო იყო: სწრაფი აკრეფის ღილაკები გავათავისუფლე თანამშრომლების ნომრებისგან. მერე ცოტა ხანი იმაზე დავიწყე ფიქრი, ამ „პრიორიტეტულ“ ღილაკებზე ვინ დამესვა. გადავწყვიტე დროებით არავინ „გამებედნიერებინა“. მართალი გითხრათ, შერჩევის კრიტერიუმებზე დამეზარა ფიქრი და იმიტომ გადავდე.
ამ მობილურთან დაკავშირებით მესამე ეტაპიც იყო. სამსახურის კორპორაციული ნომერი დამიტოვეს და დილემა გამიჩინეს: გამომეყენებინა ეს ნომერიც, თუ მარტო ჩემი ძველი ნომრით მესარგებლა. გამოყენების სასარგებლოდ ის მეტყველებდა, რომ ორსიმბარათიანი იაფფასიანი ტელეფონი მქონდა.
საწინააღმდეგო არგუმენტები ჭარბობდა. ჯერ ნომერი უნდა მომეხსნევინებინა ყოფილი სამსახურიდან. მერე უნდა გადმომეფორმებინა ჩემს სახელზე. მერე, 30 დღის შემდეგ, მომეხდინა ამ ნომრის პორტირება სხვა კომპანიაში. მერე ამ კომპანიის მომსახურების ყველაზე ოპტიმალური პაკეტი უნდა შემერჩია. ამ ყველაფრის შემდეგ ყოველი დარეკვის წინ ერთი ზედმეტი მოქმედება უნდა ჩამეტარებინა, რათა კონკრეტული ნომერი უფრო იაფი ტარიფით გამომეძახა. და ბოლოს, ე.წ. „გადახდების ყუთთან“ ორჯერ უფრო ხშირად უნდა მივსულიყავი.
ამის მიუხედავად, მოქმედება დავიწყე. პირველი ორი ნაბიჯი გადავდგი. ახლა 30 დღის გასვლას ველოდები. მაგრამ ეს ლოდინი ძალიან მომბეზრდა. მით უმეტეს, ამის შესახებ წერა. თქვენ არ მოგბეზრდათ ამ სისულელის კითხვა?
ეტყობა, რაღაცას ელოდებოდით, რადგან აქამდე წაიკითხეთ; რაღაცის იმედი გქონდათ. მაგრამ აქ ამბავი მთავრდება.
როგორც დიდი მერიონ ლჟემილერი ამბობდა, „ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ის პოლიტიკოსების იმედად გავატაროთ; ნუ ენდობით მათ, მიენდეთ საკუთარ ინტუიციას.“
მერიონ ლჟემილერი ვინ არის? ამ წინადადებისთვის მოგონილი გმირია. ისიც კი არ ვიცი, ქალია თუ კაცი. თუმცა, ძალიან მომწონს მისი ნააზრევი.