ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი უკვე წლებია კავკასიელ სპორტსმენებთან, განსაკუთრებით კი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ვარსკვლავებთან ახლო ურთიერთობის ამსახველ ფოტო- და ვიდეოკადრებს ავრცელებს სოციალურ ქსელებში. ექსპერტები ამას ე. წ. სპორტსვოშინგს უკავშირებენ.
ევროკომისიის ინიციატივამ, „ქართულ ოცნებას“ და მის მოკავშირეებს „აგენტების შესახებ" კანონზე საუბრის განახლების საბაბი მისცა. მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის შემდეგ პარლამენტიდან კანონი მმართველმა გუნდმა გაზაფხულზე გაიწვია.
სალომე ზურაბიშვილთან, ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ, 12 დეკემბერს პრაღის სათაო ოფისში ჩაწერა და ესაუბრა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამბებზე და მის პირად გეგმებზე.
პრესკონფერენცია და „პირდაპირი ხაზი“ პუტინთან 14 დეკემბერს მოსკოვის დროით 12 საათზე დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხები პრეზიდენტს ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიერ სატელეფონო და ინტერნეტის საშუალებით დასმულ შეკითხვებზე საპასუხოდ 3-საათიან საეთერო დროს გამოუყოფენ.
„აუ, გამიყოფ? კაი, მაშინ, მომაკბეჩინე“, „50 თეთრი დამიმატე, რა“, „ლობიანის ფულს ვკრებთ, დადე და წამო, ვჭამოთ“, - მეათეკლასელი ნიკა იმ ფრაზებს მითვლის, რომლებიც ყველაზე ხშირად ესმის სკოლაში, დასვენებებზე.
პრეზიდენტ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანს შორის არგენტინაში გამართული, ერთი შეხედვით დაძაბული საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში კონგრესს და პრეზიდენტ ბაიდენს ხვდება, უნგრეთის პრემიერის მოკავშირეები კი, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ვაშინგტონშიც ეძებენ უკრაინის დახმარების დაბლოკვის გზებს.
სამშაბათს, 12 დეკემბერს ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაფართოების პაკეტის განხილვისას, საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე კონკრეტული რეკომენდაციები არ გასცეს.
კრემლი და მისი პროპაგანდისტული მედია ძალიან ღიზიანდებიან იმის გამო, რომ უკრაინაში, ლენინის ძეგლებისა და საბჭოთა სიმბოლოების შემდეგ, მასობრივად იღებენ პუშკინის, ეკატერინე II-ის, სუვოროვისა და რუსული იმპერიული მემკვიდრეობის სხვა წარმომადგენელთა ძეგლებს.
8 დეკემბერს კრემლში „რუსეთის გმირებთან“ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ წარადგენს თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება.
"პირიქით, ხელისუფლებას უფრო მეტად და უფრო მეტი შემართებით ვაკრიტიკებ, ჩემს ქცევებს უსამართლო ჯარიმები ვერ შეცვლის“, - მეუბნება ირაკლი მილაძე, სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, 2023 წლის თებერვალში, სასამართლომ ორი, 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ჩამოტვირთე მეტი