კოლიმაში „კოლიმური მოთხრობების“ ავტორის, მწერალ ვარლამ შალამოვის მემორიალური ოთახი დახურეს. მინიმუზეუმი სოფელ დებინში მდებარეობდა. ის 2005 წელს, მწერლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ადგილობრივ საავადმყოფოში გაიხსნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მგზავრობაც გაურთულდა და სკოპიეში ჩასვლის შემდეგ, რუსეთზე ნათქვამი მრავალი აუგიც მოისმინა; დაისვა კითხვა - რას ემსახურებოდა რუსეთის დაშვება ეუთოს მინისტერიალზე?
როდესაც ჰენრი კისინჯერი დაიბადა გერმანიაში 1923 წელს, საბჭოთა კავშირის დამაარსებელი ვლადიმერ ლენინი ჯერაც ცოცხალი იყო და ევროპა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის აჩრდილების შიშში იყო.
ცუდია თუ კარგი ის, რომ სტუდენტები ახალ ტექნოლოგიებს, კონკრეტულად კი ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ დავალებებისა და გამოცდების ჩასაბარებლად? გააჩნია რა შემთხვევაში. რადიო თავისუფლება გაერკვა, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები და როდის არის ეს საზიანო და სასარგებლო სტუდენტებისა და ლექტორებისთვის.
კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, დეოლიგარქიზაცია, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა - ეს და სხვა პრიორიტეტებია ხაზგასმული ევროკავშირის ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში.
რამზან კადიროვმა ნოემბრის დასაწყისში პირობა დადო, რომ „თავისი გუნდიდან გარიცხავს“ იმ ჩინოვნიკებს, რომელთა შვილებმა არ იციან ჩეჩნური ენა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შესაძლოა დაბლოკოს ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი, რაც ავტომატურად - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დაბლოკვასაც ნიშნავს.
უკრაინაში ცხოვრების ექვსი წლის განმავლობაში, დაღესტნელი აჰმად აჰმედოვი ცნობილი გახდა, როგორც კიკბოქსინგის მწვრთნელი - ის ხელმძღვანელობს უკრაინის კიკბოქსინგის ფედერაციას, გარდა ამისა, როგორც მოხალისე ჯარისკაცი, აჰმედოვი ჩართულია უკრაინის დაცვაში რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან.
„ოცნების“ ხელისუფლება გამარჯვების მასშტაბურ ზეიმს ამზადებს იმ დღისთვის, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს იქნება ხალხის ისტორიული გამარჯვება და ხელისუფლების მუშაობის შედეგი.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ნათქვამს, რომ სომხეთი „ერთმნიშვნელოვნად და სრულად“ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მწვავედ შეხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სოხუმელმა ლიდერებმა ფაშინიანს შეახსენეს, რომ „აფხაზეთში 42 000 სომეხი ცხოვრობს“.
ჩამოტვირთე მეტი