„2024 წელი არის შანსი უკრაინისთვის, რომ ახალი შეტევითი ოპერაციებით მიაღწიოს შედეგებს ბრძოლის ველზე: გაარღვიოს სამხრეთის ფრონტი და დაიწყოს ყირიმის დეოკუპაცია“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის პასუხად.
დატვირთული, გამოწვევებით აღსავსე, დინამიკური და მნიშვნელოვანი, - ასე ხედავენ რადიო თავისუფლების რესპონდენტები 2024 წელს. ცვლილებები მოსალოდნელია, მათ შორის - არცთუ კარგი. ბევრი რამ საქართველოს ხელშია, მაგრამ - არა ყველაფერი.
აფხაზეთში დასვენება ყველა საბჭოთა მმართველს უყვარდა - სტალინით დაწყებული გორბაჩოვით დამთავრებული. ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით ააშენეს.
27 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადაეცა. ნაგებობები და 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადავიდა.
ბიჭვინთის ცნობილი სააგარაკე კომპლექსისა და მიმდებარე მიწების რუსეთისთვის გადაფორმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არა განცხადებით, არამედ კომენტარით გამოეხმაურა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წელს მოხდა, იყო ორი რამ: 7-8 წლის მარტის საპროტესტო აქციები, რომლებმაც ხელისუფლება აიძულა, უკან წაეღო „რუსული კანონი“ უცხოეთის აგენტების შესახებ, და დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ "საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს 179 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია". სიმართლეს ამბობს პრემიერი? - ვარკვევთ სტატიაში.
რუსეთისადმი წყენის, კონფრონტაციული რიტორიკის, ბელარუსში ОДКБ-ს სამიტის გამოტოვებისა და რუსეთზე დამოკიდებულების „სტრატეგიულ შეცდომად“ მოხსენიების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა.
2023 წელს საქართველოში კიდევ ერთმა ადამიანმა დაკარგა თვალი საპროტესტო აქციაზე. უფლებადამცველები კი ისევ ამბობდნენ, რომ ძალა, რომელსაც პოლიცია იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, არაპროპორციულია.
„ალტ-ინფო“ „ქართულ ოცნებას“ სილის გაწნით ემუქრება და მომავალ არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებს. პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფი, რომლის წახალისებაში ექსპერტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, „ოცნებას“ ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანიის ფონზე უპირისპირდება.
რუსეთის ხელისუფლებამ მრავალსაათიანი დუმილის შემდეგ დაადასტურა რუსეთის დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე" უკრაინული ავიაციის სარაკეტო იერიში, რამაც, რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, ხომალდი მხოლოდ დააზიანა.
ჩამოტვირთე მეტი