Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის საქმე

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის - ე. წ. რუსულ კანონის წინააღმდეგ 2023 წლის 7-9 მარტს გამართული ხალხმრავალი აქციების ერთადერთი მონაწილეა, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს - სპეცრაზმის წევრებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლასა და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მარტს მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, საქმის არსებითი განხილვა ივნისში დაიწყო. დასკვნითი სხდომა მისი პატიმრობიდან ერთი წლის შემდეგ - 28 მარტს ჩაინიშნა.

სასამართლომ არ მიიღო გრიგორიადისის სარჩელი საქართველს პრემიერ მინისტრის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ. ის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის განცხადებების გამო, რომლებშიც ისინი ბრალდებულის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.

წინასწარი პატიმრობის მეექვსე თვეს, 2023 წლის 25 სექტემბერს, ლაზარე გრიგორიადისს 3 წლის წინ მამასთან ჩხუბის გამო 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა.

7-9 მარტის აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შედეგად „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა ჩაეგდო ერთი მოსმენით მიღებული კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რომელიც ანალოგიური რუსული კანონის მსგავსად, ქვეყანაში დასავლური დონორებისა და გრანტების და ამ დახმარების მიმღებთა წინააღდმდეგ იყო მიმართული.

ლაზარეს ბაბუა პირველად აგზავნის შვილიშვილისთვის ნივთებს გლდანის ციხეში

კადრები, რომელსაც იყენებს პროკურატურა მტკიცებულებად ლაზარეს წინააღმდეგ

ლაზარე გრიგორიადისის პირველი სასამართლო სხდომის პარალელურად მისი მხარდამჭერი აქცია იმართებოდა საქალაქო სასამართლოსთან. 31 მარტი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისის პირველი სასამართლო სხდომის პარალელურად მისი მხარდამჭერი აქცია იმართებოდა საქალაქო სასამართლოსთან. 31 მარტი, 2023 წელი

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი ნოდარ რუხაძე ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი ბანერით საქართველოს პარლამენტთან 31 მარტს. აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც სასამართლომ ლაზარეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი ნოდარ რუხაძე ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი ბანერით საქართველოს პარლამენტთან 31 მარტს. აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც სასამართლომ ლაზარეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ლაზარეს სოლიდარობის ნიშნად თვალებდახატული დემონსტრანტი მის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან
ლაზარეს სოლიდარობის ნიშნად თვალებდახატული დემონსტრანტი მის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია საქართველოს კანცელარიასთან. 1 აპრილი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია საქართველოს კანცელარიასთან. 1 აპრილი, 2023 წელი

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტთან. 31 მარტი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტთან. 31 მარტი, 2023 წელი

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია საქალაქო სასამართლოსთან 27 ივლისს.
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია საქალაქო სასამართლოსთან 27 ივლისს.
ლაზარეს მხარდამჭერი აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან. 1 აპრილი, 2024 წელი
ლაზარეს მხარდამჭერი აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან. 1 აპრილი, 2024 წელი

ლაზარე 11 ივლისს სასამართლოში წარწერით “თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს”. ესაა ფრაგმენტი “კაია კატას” სიმღერიდან, “ცრის.” ამ სიმღერაში ლაზარეს მიერ გამოყენებული ფრაგმენტი გრძელდება ფრაზით: “მე უჩუმრად არ დავტოვებ ამ საკანს” და მთავრდება სიტყვებით: “აქ ჩემი ტომი დგას.”

XS
SM
MD
LG