თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ირაკლი ანდღულაძე 2700 ლარით დააჯარიმა. დღესვე გაიმართა კიდევ ერთი დაკავებულის, ისაკო დევიძის პროცესიც. მას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საქართველოს აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და წაიკითხეს ერთობლივი მანიფესტი, რომელსაც 450-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი, ლექტორი თუ დოქტორანტი აწერს ხელს.
ევროკომისიის თანახმად, საქართველოში უახლოეს კვირებში ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებს შეისწავლის.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (გურ) განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს მასირებულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შეტევას „განსაკუთრებით მასირებული“ დარტყმის საფრთხის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დავით კირთაძე, კომისიის წევრი პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“, 500 ლარით დააჯარიმა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს 18-19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციებზე ჟურნალისტებზე შესაძლო ძალადობის შემთხვევებს.
ჩამოტვირთე მეტი