Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედის“, „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე შესაძლო ძალადობის შემთხვევებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს


„მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავების კადრები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს 18-19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციებზე ჟურნალისტებზე შესაძლო ძალადობის შემთხვევებს.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით. რადიო თავისუფლებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ძალადობის შემთხვევებზე „იმედის“, „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა მიმართეს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, - აცხადებენ უწყებაში.

გუშინ, 19 ნოემბერს, ხუთმა ონლაინმედიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ჟურნალისტებზე ძალადობაა დაგმობილი. ამ განცხადებაში ლაპარაკია „მთავარი არხის“ ოპერატორ სერგი ბარამიძეზე, OC Media-ს ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეზე, „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტ გივი ავალიანსა და „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეზე.

„მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას და არღვევს ჟურნალისტის ხელშეუხებლობის უფლებას“, - წერია On.ge-ის, „პუბლიკის“, „ტაბულის“, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ერთობლივ განცხადებაში.

19 იანვარს, დილით, პოლიციამ ვაკეში მიმდინარე აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროს16 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG