პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საბოლოოდ, ოპოზიცია ახალი მოწვევის პარლამენტში შევა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამით "არაფერი შეიცვლება", რადგან "პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება". ამის შესახებ კობახიძემ 14 ნოემბერს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, ცესკოს შენობაში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები დალუქეს.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია უარს იტყვის საპარლამენტო მანდატებზე და ცესკოში გაიუქმებს ე.წ. სათადარიგო სიას.
„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ჟურნალისტებისთვის შეხვედრა გამართა, სადაც მათ გააცნო მათ მიერ თავმოყრილი ინფორმაცია, რომლითაც გაერთიანება ამტკიცებს, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა. პრეზენტაცია გამართა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.
ჩამოტვირთე მეტი