“ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე [გიორგი] კალანდარიშვილის მიმართ. ეს იყო სოლიდარობა ქართველი ხალხისა და სტუდენტების მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს” - განაცხადა ცესკოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტთან დაკავშირებით.
ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სხდომიდან ის ოპოზიციონერობის გამო გააძევეს, ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის შემდეგ შექმნილი არეულობის დროს. ასევე მისი თქმით, არაოპოზიციონერი წევრებისთვის „ხელი არავის დაუკარებია“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს. მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია ძალაუფლების დათმობის შესახებ თავის მომხრეებს ესაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ. უწყება აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე ცესკოს მიმართვის საფუძველზე აღიძრა.
ჩამოტვირთე მეტი