რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
26 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს.
2021 წლის სექტემბერში ბათუმელებმა გაიგეს, რომ ქალაქთან ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მშენებლობა იგეგმება. ბათუმში იწყება „უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი“ კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურით.
ბათუმში ახალი წლის ღამით ქმრის მიერ მოკლული ქალი, 36 წლის ირმა ბერიძე, 5 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცაში დაკრძალეს. 44 წლის ზვიად ბერიძე 2 იანვარს ბათუმში დააკავეს. 3 იანვარს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
„ის მოკლა სისტემამ, რომლის წინააღმდეგ თავისი შემოქმედებით იბრძოდა“, - ამბობს ირანელ რეჟისორზე, თეირანის მახლობლად, საკუთარ სახლში, ცოლთან ერთად მოკლულ დარიუშ მეჰრჯუიზე ბათუმელი რეჟისორი და ფოტოგრაფი შოთა გუჯაბიძე.
ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 10 მაროკოელი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ნავით ცდილობდნენ ესპანეთში შესვლას. ცუდმა ამინდმა მათ ნავს მიმართულება უცვალა. ოკეანეში 9 დღის დრეიფის შემდეგ, ნავი ქართველმა მეზღვაურებმა გიბრალტარის სრუტიდან 160 კილომეტრის დაშორებით 24 აგვისტოს შენიშნეს.
31 ივლისს ბათუმის ნავსადგურში რუსული კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე მისული უკრაინის მოქალაქე, მარინა ჩობანიანი იმ საღამოს ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, შემდეგ საავადმყოფოში და კვლავ უკან - იზოლატორში.
„მტრის შემოშვებას ოჯახში არა აქვს გამართლება“, „რუსეთს არ მივცემთ საქართველოში საცეცების გაშლის უფლებას“, „საშინლად მაბრაზებს მათი ცინიკური დამოკიდებულება“, „ისინი აქ ვერ იგულავებენ“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ირჩევს მაუწყებლის დირექტორს, ამტკიცებს ბიუჯეტს და განსაზღვრავს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, ასევე აკონტროლებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს.
აჭარის რეგიონში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისში გაიხსნა. ადგილობრივი მთავრობის პროგნოზით, წელს 4 მილიონზე მეტ დამსვენებელს და ტურისტს ელოდებიან. ძირითადი დატვირთვა, როგორც ყოველთვის, ბათუმზეა.
16 წლის ესმერალდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ის 15 ივნისს დაკრძალეს. ამავე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ბეჟაშვილმა, დახურულ სხდომაზე წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 23 წლის ლაშა ნინიძეს.
12 მარტს, დახლოებით 23:00 საათზე, ბათუმის ახალ ბულვარში საბავშვო ბატუტი ქარმა ამოაყირავა და ორი ბავშვი თან მოიყოლა.
2 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოუსმინა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია. გამოძიების თანახმად, ძალადობის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა.
დეკემბრის კვირა დღე. საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის გამშვებ პუნქტთან გრძელი რიგია. საქართველოს საბაჟოს კარი 15 წუთში ერთხელ იღება და გრძელ რიგში მდგომი ორივე ქვეყნის მოქალაქეები საპასპორტო კონტროლის განყოფილებაში შედიან. თუ ზაფხულში, რიგში უმეტესად ქართველები იდგნენ, ახლა თურქები სჭარბობენ.
22 ნოემბრიდან აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ ტატიშვილი. იგი 11 ნოემბერს, ხმათა უმრავლესობით აირჩია რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მსახიობ თამარ მაყაშვილის დარჩენა თეატრში, მისი საჯარო განცხადების შემდეგ, საფრთხის შემცველი გახდა.
ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი.
ჩამოტვირთე მეტი