თანამედროვე ქართული კულტურა არც ცუდია, არც კარგი – ის, უბრალოდ, არ არსებობს. არსებობენ ცალკეული მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, მეცნიერები, არქიტექტორები, კრიტიკოსები, ანუ ისინი, ვისაც პირობითად „კულტურის მუშაკები“ ეწოდებათ, მაგრამ არა თავად კულტურა.