ამ დღეებში „ფეისბუკზე“ მოვსინჯე, რამდენად ახსოვს ხალხს სიტყვა „სიაბანდი“. ჩემს თაობაში ეს ძალიან გავრცელებული სიტყვა იყო; ახალი თაობა მას თითქმის აღარ იყენებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შინაარსი ჯერ კიდევ ესმის. დღეს ამ შინაარსს სხვა სიტყვებით გამოვთქვამთ: მაგალითად, „ფეიკი“.