ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელსაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი შეიძლება მოხვდეს. მათგან 17 მილიონერია.
პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მრავალმილიონიანი ქონება ეკუთვნის საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში. უშუალოდ ივანიშვილის სახელზე კი მხოლოდ სოფელ ჭორვილაში არსებული სახლებისა და მიწების ნაწილია.
ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლებს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს, უკვე მესამე დღეა საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. „თიბისი ბანკში“ ამბობენ, რომ მოქმედებენ კანონის შესაბამისად, „საქართველოს ბანკს“ განმარტება არ გაუვრცელებია.
კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევის დადგენა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას სცილდება - ასეთია მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი „აგენტების კანონზე“. 8-წევრიან პლენუმში ის ერთადერთია, რომელიც ფიქრობს, რომ საკითხი პოლიტიკურია და არა სამართლებრივი.
ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი ნაწილი დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ცხოვრობს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები კი, როგორც წესი, სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერია.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაამთავრა. შვიდი კანდიდატიდან სამი წარმატებული გამოკვეთეს და მათგან საუკეთესოს ხვალ პარლამენტს გადაუგზავნიან დასამტკიცებლად.
კომუნიკაციების კომისიამ ტელეარხები: „მთავარი“, „ფორმულა“, „TV პირველი“ და „კავკასია“ სამართალდამრღვევებად ცნო მამუკა ხაზარაძის წიგნზე რეკლამის განთავსების გამო, რადგან მასში პოლიტიკური შინაარსი დაინახა.
1 ივლისიდან სკოლის მასწავლებლების ხელფასი იზრდება, - ამბობენ მთავრობაში. მათი გამოთვლით, ანაზღაურება გაიზრდება 200-დან 800 ლარამდე. მასწავლებლის ხელფასი რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით გამოითვლება.
ბინები თბილისში, დუბაიში, პარიზსა და მოსკოვში. მიწები საქართველოში, საბანკო ანგარიშები ევროპაში, დანაზოგები დოლარში, ევროსა და რუბლში. ეს მასალა იმ დეპუტატების ქონების შესახებაა, რომლებსაც „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის გამო სანქციები ემუქრებათ.
„აგენტების კანონის“ სარეკლამო კამპანია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა დააფინანსეს, ახალგაზრდულმა ფრთამ კი ქუჩებში პლაკატების გამოკვრა ითავა.
თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი აცხადებს, რომ დედაქალაქის ქუჩებში ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო ბროშურების გამოკვრაზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. მანვე აღნიშნა, რომ უწყებაში დაიწყო მოკვლევა იმ პირთა გამოსავლენად, ვინც უნებართვოდ გააკრა პლაკატები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.
თბილისის საკრებულო დათანხმდა გმირთა მოედნიდან ბენზინგასამართი სადგურების გადატანას. კომპანიებს თავიანთი ქონების შეფასება, ჯამში 7,2 მილიონი ლარი, სამართლიანად მიაჩნიათ.
ბიზნესმენებთან შეთანხმება მიღწეულია - გმირთა მოედანზე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. თბილისის მერია მხოლოდ საკრებულოს ფორმალურ თანხმობას ელოდება.
კონსერვატიული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ საინფორმაციო პლატფორმას ფინანსური კრიზისი აქვს. კომპანიის შემოსავლებმა დრამატულად იკლო, ეთერში კი ახლა მხოლოდ ფილმები გადის.
დასჯის ეს მეთოდი საკანონმდებლო ორგანოში 2023 წლის შემოდგომამდე არ გამოუყენებიათ: პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრები სხდომათა დარბაზიდან „სამარცხვინო საქციელისთვის“ გააძევა მას შემდეგ, რაც ქალი კულტურის მინისტრის გამოსვლისას 4-მა ქალმა დეპუტატმა, ტრიბუნასთან საპროტესტო ბანერი გაშალა.
ცოფი ერთ-ერთი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც დადასტურების შემთხვევაში ყოველთვის სიკვდილით სრულდება - გადარჩენის ერთადერთი გზაა ვაქცინა, რომელიც არსებობს და საქართველოში უფასოა.
ხარაგაულში 2024 წლისთვის საახალწლო ღონისძიებები 286 271 ლარი ჯდება. მომსახურება მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით უნდა შეისყიდონ.
ჩამოტვირთე მეტი