იუსეფ ლატიფს მაინცდამაინც გულზე არ ეხატება, როცა ჯაზმენად მოიხსენიებენ. ფიქრობს, რომ მის მუსიკაში ყველაფერია: ბლუზი, გოსპელი, სვინგი, ბებოპი, ფრი-ჯაზი, კლასიკური ევროპული ტრადიციები და მსოფლიოს ხალხთა ფოლკი. რომელიმე მათგანის ჩარჩოში მოქცევას ვერ ეგუება, ხოლო თავის დაკრულს „ავტოფსიქოდელიურს“ უწოდებს, რაც, მისივე განმარტებით, არტისტის შთაგონების, თეორიული ცოდნისა და შინაგანი სულიერი სამყაროს ერთობის შედეგად ქმნილ მუსიკას გულისხმობს.