დღევანდელი სიუჟეტის გმირს რამდენიმე წლის წინ, სულ შემთხვევით, ნაჩუქარ აუდიოდისკზე გადავეყარე. 5-7 წლის გოგონას შემართებით ჯერ მაღალ რეგისტრებში შეშლილივით იჟონგლიორა, შემდეგ ბავშვური ინტონაციებით ილაზღანდარა, იყეფა, იღრიალა და, ბოლოს, თითქოს 40 წელი მოემატაო, წარმოდგენა ბესი სმითისეული მელანქოლიური განწყობით დაასრულა. ამ უჩვეულო ვოკალური ტექნიკისა და ხელწერის არტისტს მარია ჟოაო ჰქვია.
მარია ჟოაო ლისაბონში 1956 წლის 27 ივნისს დაიბადა, პორტუგალიელი მამისა და მოზამბიკელი დედის ოჯახში. შავტუხა, ხუჭუჭა, ცქვიტი და ხალისიანი გახლდათ, თუმცა თანატოლი ბიჭები მაინც არ სწყალობდნენ - სათვალისა და ჭარბი წონის გამო, "შუშისთვალა ძროხას" ეძახდნენ. მოგეხსენებათ, რომ ამგვარი გარემოებანი არცთუ სასიკეთოდ აისახება ხოლმე მოზარდის ზნე-ხასიათზე, მაგრამ მარიამ "თეთრ ყვავად" ყოფნას ბრძოლა არჩია. თანაც, პირდაპირი მნიშვნელობით — ჯერ იოგასა და ძიუდოზე, ბოლოს კი აიკიდოს შემსწავლელ კურსებზე მოუხშირა სიარულს. მანამდე არ მოისვენა, სანამ წონაში არ დაიკლო, ხოლო იმ სანაქებო ვაჟკაცებს სულ თავთხლე ადენინა და სამუდამოდ გაუქრო ქილიკის სურვილი. სწავლა-განათლებას ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაშს არჩევდა და, ჭინკასავით მოუსვენარი, დღემუდამ უსიამოვნებებში ეხვეოდა, რის გამოც ახალი მეტსახელი მოიხდინა — "ალქაჯი". საბრალო მშობლები დიდხანს ელოდნენ მარიას ჭკუაზე მოსვლას, რამდენიმე სკოლაც გამოუცვალეს, მაგრამ - ამაოდ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მის უსაქციელობას მუსიკამ უწამლა, უფრო ზუსტად კი, რადიოში მოსმენილმა ერთმა სიმღერამ. როგორც თავად იხსენებს, ჯონი მიტჩელი ჩარლი მინგუსის ცნობილ თემას Goodbye Pork Pie Hat-ს ასრულებდა, რომელსაც, მართალია, ვერაფერი გავუგე, მაგრამ მთელ სხეულში გამაჟრჟოლაო. ჰოდა, ახლა სწორედ გოგონას "მხსნელ" სიმღერას შემოგთავაზებთ, რომელსაც თავად ასრულებს.
დიახ, მარია ჟოაოს მუსიკალური მომავალი ჩარლი მინგუსის შედევრულმა ნაწარმოებმა და ჯონი მიტჩელის ვოკალურმა ხელწერამ განსაზღვრა. დედის ფირფიტების კოლექციას დაეწაფა, სადაც, პორტუგალიურ ფადოსა და მოზამბიკურ ფოლკლორთან ერთად, მაილს დევისის, ბილი ჰოლიდეის, ელ ჯეროსა და ბეტი კარტერის ზღაპრულ სამყაროს გაეცნო. სიმღერის იშტაზე მოსულმა, ჯერ მუსიკალურ სკოლაში შეისწავლა სანოტო ანა-ბანა, ხოლო მოგვინებით ლისაბონის ჯაზური კოლეჯის ვოკალის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე თანაკურსელებთან ერთად საკუთარი პირველი კვინტეტიც შეკრა, პორტუგალიურ თემებს ჯაზურ ყაიდაზე არჯულებდა და, მეტწილად, სხარტი მელოდიური ხვეულებით სავსე "სკეტით" მეტყველებდა.
მარია ჟოაომ პირველი სერიოზული წარმატება 1984 წელს ლისაბონის ჯაზფორუმზე მოიპოვა, ხოლო ერთი წლის თავზე სან-სებასტიანის ჯაზ-ფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა, რასაც მრავალწლიანი გასტროლები მოჰყვა ესპანეთში, დანიაში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში, ასევე სტუდიური თუ საკონცერტო თანამშრომლობა ისეთ სახელოვან მუსიკოსებთან, როგორებიც ბრძანდებიან პერკუსიონისტი ტრილოკ გურტუ, გიტარისტი რალფ ტაუნერი, კონტრაბასისტი ნილს ჰენინგ ორსტედ პედერსენი და პორტუგალიელი პიანისტი მარიო ლაგინია. ამ უკანასკნელთან მან ყველაზე მეტხანს დაყო და 12 ერთმანეთზე უკეთესი ალბომი გამოსცა.
მარია ჟოაო საკუთარ ემოციებსა თუ შინაგან განწყობას ნატიფი მოხდენილობით არტიკულირებს. შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი ვოკალისტი გახლავთ, სტილისტურად განსხვავებულ ნებისმიერ მუსიკალურ სივრცეში ზუსტად ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. მის ხელწერაში მრავალი ფერია: "სკეტური" ლაღი და ბავშვური სპონტანურობა, მეამბოხე სულისკვეთება, ეროტიკული ინტონაციები, ტრფობის ჟინით გაგიჟებული მუხტი და საოცარი დრამატიზმიც. ჰოდა, სიუჟეტს ჩემი უსაყვარლესი თემით დავასრულებ. იმ პერიოდის ჩანაწერი გახლავთ, როცა ჯო ზავინულის "სინდიკატთან" ერთად გასტროლირებდა. მარია ჟოაო ბრაზილიელი კომპოზიტორის ვილა ლობოსის კლასიკად ქცეულ სიმღერას "პეპეს" არანჟირებით წარმოადგენს.