20 მაისს ჯგუფ "The Doors"-ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რეი მანზარეკი გარდაიცვალა. მუსიკოსი გერმანიის ქალაქ როზენჰაიმის ერთ-ერთ კლინიკაში, 74 წლის ასაკში აღესრულა.
რეი მანზარეკი 1939 წლის 12 თებერვალს ბლუზის იმდროინდელ მექაში - ჩიკაგოში დაიბადა, რის გამოც აფროამერიკული ტრადიციული მუსიკით ბავშვობაშივე მოიწამლა. 9 წლის ასაკიდან საფორტეპიანო კლასიკურ განათლებას ეუფლებოდა, მაგრამ ხელოვნების გზით მაინც არ წასულა - რაღაც ხანს ვინსენტ დე პოლის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე ისწავლა, შემდეგ გემო სამართალმცოდნეობასა და საბანკო საქმესაც მოუსინჯა, თუმცა გული ვერ დაუდო და კალიფორნიაში გადაბარგდა, სადაც კინემატოგრაფიის საიდუმლოებებში გარკვევა გადაწყვიტა. ჰოდა, რეი მანზარეკის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც მისი მომავალი საბოლოოდ განსაზღვრა, სწორედ აქ, ლოს-ანჯელესში, მოხდა, როცა "ამერიკის ვენეციად" წოდებულ პლაჟზე ჯიმი მორისონს გადაეყარა. ეს უკანასკნელი ერთ მუსიკალურ იდეაზე გამოელაპარაკა, რომელსაც მოგვიანებით "Moonlight Drive" დაერქვა და ლეგენდაც, სახელად "The Doors", აქვე დაიბადა.
ჯგუფის შემოქმედებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და არც იმას შეგახსენებთ, თუ რა სამსახური გაუწია "The Doors"-ის ნამოქმედარმა ამერიკული მუსიკის განვითარებას. ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ და ახალს ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ რეი მანზარეკის უნიკალურ ხელწერაზე მოგახსენებთ, რომლის წყალობითაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტალისტად მოიაზრება როკმუსიკის ისტორიაში, პირველ რიგში, იმ უნიკალური ნოვაციის გამო, ელექტროფორტეპიანოსა და ე.წ. ბას-ორღანზე ერთდროული დაკვრის სტილი რომ დაამკვიდრა და, თანაც, ბასური ხაზის მაგივრობა გასწია. მასზე კომპოზიციურად დახვეწილი, ბლუზური სოლოებით მოაზროვნე ინდივიდუალისტი ითქმის, რომელიც მორისონის შამანური ამბების არაამქვეყნიურ და ზღაპრულ ბგერით დეკორირებას ახდენდა. ჟღერადობა ვახსენე და აქვე იმასაც დავამატებ, რომ მანზარეკის საფირმო ელექტრომეტყველება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უნიკალურია როკმუსიკის ისტორიაში. მაგალითისთვის "Light My Fire"-ს გავიხსენებდი, ჯგუფის სადებიუტო ალბომიდან.
მორისონის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფმა, რეი მანზარეკის თაოსნობით, 2 ალბომი - Other Voices (1971) და Full Circle (1972) - მოამზადა, თუმცა ვერც ერთმა ვერ შეძლო ჩვეული წარმატების განმეორება. რაღაც ხანს იგი პოპთან მუშაობდა, შემდეგ -რამდენიმე ჯგუფის პროდიუსერად და, ბოლოს, ავტობიოგრაფიული წიგნიც გამოსცა. სოლო ალბომებიდან კი ბოლო ორ დისკს გამოვყოფდი, რომელიც სლაიდ-გიტარისტ როი როჯერსთან ერთად ჩაწერა: Ballads Before The Rain (2009) და Translucent Blues (2011). ეს უკანასკნელი მისი ბოლო სტუდიური ნამუშევარი აღმოჩნდა და განსაკუთრებით მეძვირფასება, რადგან, ასაკის მიუხედავად, მშვენიერ მელოდისტად და არცთუ ურიგო ვოკალისტად წარმოაჩინა თავი. შეიძლება ითქვას, რომ ნოსტალგიამაც დარია ხელი, რადგან წარმოდგენილი 9 ბლუზი ჯეელობის სისხლსავსე, ენერგიული მუხტით გააჯერა და საბოლოოდ გაიხურა იმ სამყაროს კარი, რომელსაც "The Doors" ჰქვია.