ამერიკელი კომპოზიტორის, ალტ-საქსოფონისტისა და მულტიინსტრუმენტალისტის ჯონ ზორნის შეცნობა მეტად რთული საქმე გახლავთ. ჯერ ერთი, იმიტომ რომ კოლოსალური რაოდენობის მასალასთან გიწევს შერკინება და, მეორეც, ორასამდე სტუდიურ თუ საკონცერტო ალბომში კარდინალურად განსხვავებულ მუსიკალურ ენებზე გადმოსცემს ფიქრებსა თუ განცდებს. სადაც ლაღი და ბედნიერია, იქ ფრიჯაზური იმპროვიზაციული განწყობა სუფევს, სადაც ბრაზობს - ავანგარდული ხელწერით ხმაურობს, ზოგან ხეტიალის იშტაზეა და ეთნიკურ-მუსიკალურ სამყაროში გამოგზაურებს, ზოგან კი უხეში, აგრესიული და რადიკალური ბრძანდება - უმძიმეს ელექტრონულ-აკუსტიკურ განსაცდელს გიწყობს.
დიახ, ჯონ ზორნის მუსიკალური განწყობები იმდენად მრავალფეროვანი, ღირებული და ამოუწურავია, რომ შეუძლებელია რომელიმე მათგანი 7 წუთში მოაქციო. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ერთ პროექტზე მოკლედ მოგახსენებთ. მას ებრაელთა უძველესი ციხესიმაგრის სახელი - „მასადა" - ჰქვია, სადაც ჩვ.წ.ა. I საუკუნეში
აჯანყებულმა იუდეველებმა რომაელთა ალყას ვერ გაუძლეს და დანებებას კოლექტიური თვითმკვლელობა არჩიეს. ჯონ ზორნის "მასადა" 1993 წლიდან იღებს სათავეს, როცა პირველად დაინტერესდა საკუთარი ფესვებით - ებრაელთა ისტორიითა თუ მუსიკალური ტრადიციებით. პროექტის სადებიუტო ალბომი გერმანიასა და ავსტრიაში 1938 წლის 9-10 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა, "ესეს"-ისა და "ჰიტლერიუგენდის" მოიერიშე რაზმებმა ჰოლოკოსტის პირველი ტალღა რომ ააგორეს: გადაწვეს სინაგოგები, დახვრიტეს 100-მდე ადამიანი, დააკავეს 30 ათასზე მეტი ებრაელი, დაარბიეს ასი ათასამდე სახლი თუ მაღაზია. მოგეხსენებათ, უამრავი დამსხვრეული ვიტრინის გამო, ეს კოშმარული 2 დღე ისტორიაში "ბროლის ღამის" სახელწოდებით შევიდა. ჰოდა, მუსიკოსმა დისკსაც ასევე დაარქვა - "Kristallnacht", რომელშიც საერთოდ უარყო სტილისტური, რიტმული, მელოდიური და ჰარმონიული სტრუქტურები, ბრაზი ბგერითი და ტემრალური ექსპერიმენტებით გამოხატა. უცნაურია, მაგრამ გერმანულად მისი გვარიც კი ითარგმნება როგორც "რისხვა".
"ბროლის ღამის" შემდეგ "მასადა" აკუსტიკურ კვარტეტად ჩამოყალიბდა და აურაცხელ პროექტებს შორის ერთადერთი გამოდგა, სადაც არც მუსიკოსთა შემადგენლობა იცვლება და არც საშემსრულებლო სტილისტიკა. მთავარი მოტივი - "კლეცმერი" (klezmer), რომელიც აღმოსავლეთევროპელი აშკენაზი ებრაელების მიერ შექმნილ საცეკვაო და სასიმღერო მუსიკალურ ფორმას წარმოადგენს, პიესის თავსა და ბოლოში ექცევა, შუა ნაწილი კი ალტ-საქსოფონის, საყვირის, კონტრაბასისა და დასარტყამების იმპროვიზაციულ სექციას ეთმობა. როგორც თავად ჯონ ზორნი განმარტავს, „’მასადა’ თანამედროვე ებრაელთათვის განკუთვნილი რადიკალური, ნოვაციური მუსიკალური ფორმაა, სადაც ტრადიციული ებრაული მელოდია ორნეტ კოულმანისეული ავანგარდული ბგერითა და კოლექტიური იმპროვიზაციის პრინციპით სრულდება".
ჯონ ზორნმა "მასადას" ფარგლებში ერთმანეთზე უკეთესი 60-მდე სტუდიური, საკონცერტო და საიუბილეო დისკი გამოსცა, საორკესტრო, ელექტრონული, ჯაზური თუ როკული აქცენტებით. თუმცა ამჯერად ერთ მეტად სასიამოვნო სიახლეზე მოგახსენებთ. ერთი წლის წინ ჯონ ზორნმა პეტ მეთინის "მასადას" თემების ინტერპრეტირება სთხოვა, ამ უკანასკნელმა კი ზღაპრული ზარდახშიდან 6 თხზულება შეარჩია და თავის ყაიდაზე მოარჯულა: კოლეგის აგრესიული, კოულმანისეული "მკაწრავი" ბგერა დაატკბო, საკუთარი სავიზიტო სითბოთი გააჯერა და, საგიტაროს გარდა, საფორტეპიანო, პერკუსიული და ბასური ხაზებიც თვითონვე ჩაწერა. პროექტს, სახელწოდებით "Tap: Book of Angels vol.20", 2013 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ჯაზურ მოვლენად შევაფასებდი, რადგან "ანგელოზების წიგნი", მუსიკალური ღირებულების გარდა, თანამედროვეობის უდიდესი კომპოზიტორის ჯონ ზორნისა და შესანიშნავი გიტარისტის პეტ მეთინის მუსიკალურ სამყაროთა დიალოგის პირველი მცდელობაც გახლავთ.
დიახ, ჯონ ზორნის მუსიკალური განწყობები იმდენად მრავალფეროვანი, ღირებული და ამოუწურავია, რომ შეუძლებელია რომელიმე მათგანი 7 წუთში მოაქციო. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ერთ პროექტზე მოკლედ მოგახსენებთ. მას ებრაელთა უძველესი ციხესიმაგრის სახელი - „მასადა" - ჰქვია, სადაც ჩვ.წ.ა. I საუკუნეში
”მასადა” თანამედროვე ებრაელთათვის განკუთვნილი რადიკალური, ნოვაციური მუსიკალური ფორმაა, სადაც ტრადიციული ებრაული მელოდია ორნეტ კოულმანისეული ავანგარდული ბგერითა და კოლექტიური იმპროვიზაციის პრინციპით სრულდება...ჯონ ზორნი