დღევანდელ სიუჟეტში ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულ მუსიკალურ მიმდინარეობაზე, "ფანკზე" ვისაუბრებ. მუსიკის ისტორიაში მეტად ჩახედული ხალხის მტკიცებით, სიტყვა "ფანკი" კონგოში მცხოვრებ ხალხთა ერთ-ერთ ძველ დიალექტზე ხორციელ აღგზნებას, სქესობრივ აქტს ნიშნავდა, ამერიკაში კი გასული საუკუნის დასაწყისში ახალი ორლეანის საროსკიპოებში დაიმკვიდრა თავი. ხსენებული დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, რომ "ფანკად" წოდებული აფრიკული ვნება იქვე, კრეოლურ და ევროპულ მუსიკაში განსხეულდა. პირველი ნაწარმოებიც, რომლის სახელწოდებაში "ფანკი" ოფიციალურად დაფიქსირდა, სწორედ ახალორლეანელ კორნეტისტ ბადი ბოლდენს ეკუთვნოდა ("Funky Butt"). სინონიმიც კი მოეძებნება – მუსიკოსი, რომელსაც გასულ კვირას 80 წელი შეუსრულდებოდა.
ბავშვობაში ჯეიმს ბრაუნს არც ბედის ნებიერა და არც კრავივით ბიჭი ეთქმოდა. უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ჯიბგირობდა და დღემუდამ შარში ეხვეოდა. ერთხელაც ქურდბაცაცობაზე გამოიჭირეს და 16 წლის ყმაწვილს ციხეში ამოაყოფინეს თავი. არც იქ წამხდარა – რეი ჩარლზის სიმღერებით ართობდა იქაურობას. საპატიმროდან გამოსულმა, ჯერ კრივის რინგზე, შემდეგ კი ბეისბოლის მოედანზე მოსინჯა თავი. თუმცა გულში თუ სულში მუსიკის სიყვარული უტრიალებდა და მსმენელს ატლანტური ბენდის "The Famous Flames"-ის ვოკალისტად გამოეცხადა. ჯგუფის რეპერტუარი თავის ჭკუაზე მოაქცია – სცენაზე როკვით, ცხოველური შეძახილებითა და მგმინავი არტიკულირებით რიტმენბლუზი უფრო აფროამერიკული გახადა. სწორედ ამ პერიოდში, 1956-ში, შექმნა უბერებელი "Please, Please, Please", რომელიც მსოფლიოს რიტმენბლუზური ჩარტების ლიდერად იქცა და მხოლოდ ამერიკაში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
ჯეიმს ბრაუნის მუსიკალური ცხოვრების საუკეთესო და ღირებული პერიოდიც აქედან იწყება. 60-იანების დასაწყისში უარი თქვა რიტმენბლუზურ სტრუქტურებზე, აფრიკული საცეკვაო მოტივები საეკლესიო გოსპელს მოარგო, მელოდიის მაგივრად, აქცენტი რიტმულ მხარეზე გადაიტანა, ბასური ხაზის სინკოპირებული პულსაცია წინა პლანზე მოაქცია, სასულეებისა და რიტმგიტარის მოკლე, მოქნილი ფრაზებით გააჯერა და სისხლსავსე, ფეთქებადი, ექსტატური მუხტით სავსე "ფანკური" ვოკალით ამეტყველდა. მუსიკათმცოდნეები ვერ თანხმდებიან, ჯეიმს ბრაუნის რომელი სიმღერა აღიარონ პირველ "ფანკად". ზოგი 1967 წლის "Cold Sweat"-ს, ზოგი კი უფრო ადრინდელს, 1965 წლის ისეთ შედევრებს ასახელებს, როგორებიცაა: "It's a Man's, Man's, Man's Wolrd", "Papa's Got a Brand New Bag" და, რა თქმა უნდა, "I Feel Good".
დიახ, მუსიკათმცოდნეებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, რომელია მუსიკოსის პირველი "ფანკური" სიმღერა, თუმცა ერთხმად აღიარებენ, რომ სწორედ ჯეიმს ბრაუნი ბრძანდებოდა ის ვაჟბატონი, რომელმაც "ფანკის" ვირუსით "მოწამლა" და ასაზრდოვა სხვა მიმდინარეობებიც. ერთგვარ გენეალოგიურ ხეს რომ შევხედოთ, ჯეიმს ბრაუნის ე.წ. "ფანკისშვილების" დიდი ჟრიამულია: დისკო, 70-იანი მაილს დევისის ჯაზ-როკი, ფიუჟენი, რეპი, აქვეა ჯგუფი Kraftwerk, რომელიც დამაკავშირებელ რგოლად იქცა ფანკსა და ჰაუსს შორის, ჰიპ-ჰოპი, ეისიდ-ჯაზი, ფანკურ სემპლებზე აწყობილი 90-იანების თრიპ-ჰოპი, "პეპერსების" ფანკ-როკი და იმგვარი ფენომენი, როგორიცაა მაიკლ ჯექსონის პოპ-მუსიკა.
ჯეიმს ბრაუნის სკანდალურ გამოხდომებზე, ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ, იარაღის ძველბიჭურ ტრიალსა და ცოლის ცემა-ტყეპაზე დღეს არაფერს ვიტყვი. მაგრად რომ აფრენდა, მთელმა ქვეყანამ იცოდა და თქვენც ჩემზე უკეთ უწყით. ამჯერად სხვა, უფრო მნიშვნელოვან საფირმო ნიშანზე მოგახსენებთ. ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს, სული რომ გაგძვრეს, სცენაზე მაინც ბოლომდე უნდა დაიხარჯო, მსმენელს იმაზე მეტი უნდა აჩვენო და შესთავაზო, ვიდრე შენგან მოელისო. ჰოდა, როცა ძველ ჩანაწერებში მის სასცენო სიშმაგეს, ცეცხლოვან ტემპერამენტსა და არაადამიანურ ენერგიას ვუყურებდი, მეგონა, რომ უკვდავი იყო, სულმუდამ შეყვარებული, ტრფობით შეშლილი, ახალგაზრდულად ფეთქებადი და გიჟურად აღტკინებული იმდენად დიდხანს იცოცხლებდა, რომ იმქვეყნად მეც კი გამისტუმრებდა.