მისისიპური ხალხური მუსიკის ურბანიზირების პროცესში მადი უოტერსთან ერთად ისეთი არტისტებიც იღებდნენ მონაწილეობას, როგორებიც იყვნენ: ოტის სპანი, ლითლ უოლტერი, ჯეიმს კოტონი და, რა თქმა უნდა, „Chess Records“-ის ნამდვილი განძი - უილი დიქსონი, რომელიც ძმებმა ჩესებმა ჩიკაგოს რომელიღაც უხეირო კლუბში შემთხვევით იპოვეს.