ბოლო სიუჟეტებში საქმე ისე წავიდა, აღმოსავლური მუსიკის სამყაროდან ვერა და ვერ გამოვეტიე. უცნაურ ახირებას მივაწერდი, მის ბუნებას რომ არ ვიცნობდე - ასე სჩვევია, მედიტაციური ბგერებით გათრობს და გატყვევებს. ჰოდა, თუ არ მიწყენთ, დღესაც იქვე ვიტრიალებ. ოღონდ ამჯერად ბრიტანელი გიტარისტი, ვირტუოზი და ეთნო-ფიუჟენის ერთ-ერთი გურუ - ჯონ მაკლაფლინი უნდა გავიხსენო, რადგან წელს მისი ლეგენდარული პროექტის „გახსოვდეთ შაქტი“ დაარსების 40 წლის იუბილე აღინიშნება.
ჯონ მაკლაფლინის ამბავი კარგად მოგეხსენებათ. ჯერ იყო და ბლუზურად უქცევდა ერიკ კლაპტონთან ერთად, შემდეგ ჯაზის გზას დაადგა და იმდენი იარა, სანამ მაილს დევისის ლეგენდარულ ალბომში „Britches Brew“-ში არ ამოყო თავი. სწორედ ამ პერიოდში დასავლურ სცენაზე „მსოფლიო მუსიკის ნათლია“ რავი შანკარი გამოჩნდა, რომელმაც არაერთი ევროპელი თუ ამერიკელი არტისტი აამეტყველა ინდურ ყაიდაზე. მაკლაფლინმაც აზროვნებისა თუ პიროვნული მსოფლმხედველობის ტრანსფორმაცია განიცადა და ჯერ „მაჰავიშნუდ“ წოდებული ორკესტრი, ხოლო მოგვიანებით ანსამბლი “შაქტი” ჩამოაყალიბა.
“შაქტის” „მსოფლიო მუსიკის“, როგორც დამოუკიდებელი მუსიკალური მიმართულების, შექმნა და განვითარება მიეწერება. ეთნო-ფიუჟენის ყაიდის პროექტი გახლდათ, რომელშიც ბრიტანელთან ერთად ინდოელი არტისტებიც მონაწილეობდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ბატონები მოდალური ჯაზისა და ინდური ტრადიციული მუსიკის აკუსტიკური შერწყმით გახლდნენ დაკავებულნი, რაგას უმთავრეს კომპონენტზე, რიტმულ მხარეზე კი გენიალური პერკუსიონისტი და კომპოზიტორი ზაკირ ჰუსეინი ზრუნავდა - სწორედ ის ზაკირ ჰუსეინი, რომელსაც მაკლაფლინმა ულამაზესი თხზულება მიუძღვნა.
„შაქტიმ“ რამდენიმე წელს იარსება, შემდეგ დაიშალა, ხოლო ერთგვარი „რეინკარნაცია“ 90-იანი წლების ბოლოს განიცადა. უფრო ზუსტად კი, 1997 წელს, როცა მაკლაფინმა ინდოეთის დამოუკიდებლობის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტურნე წამოიწყო. ანსამბლი ნაწილობრივ განახლებული შემადგენლობით წარდგა მსმენელის წინაშე. ხელახლა ხორცშესხმულ პროექტს ამჯერად „Remember Shakti“ („გახსოვდეთ შაქტი“) ერქვა და კლასიკურზე გაცილებით მედიტაციური და ინდურ ხალხურ მუსიკაზე უფრო მეტად ორიენტირებული ხელწერით განსხვავდებოდა. თავად მუსიკოსმა კი გიტარის აკუსტიკური ბგერა ელექტრონული ჟღერადობით ჩაანაცვლა.
მას მერე დიდი დრო გავიდა. ჯონ მაკლაფლინის მუსიკალური განწყობები გამუდმებით იცვლებოდა: ხან სანტანას გვერდით იდგა სცენაზე, ხან „ესპანიზმებით“ ერთობოდა - აკუსტიკურ ფლამენკოს ასრულებდა, ელ დიმეოლასთან, პაკო დე ლუსიასა და ლარი კორიელთან ერთად, პოსტ-ბოპისა და ჯაზ-როკის იშტაზეც არაერთხელ ყოფილა. 2010 წელს კი თბილისშიც შემოიარა ჯგუფ 4th Dimension-თან ერთად, კოლტრეინისეული მუხტის ალბომი „To the One“ მოგვასმენინა. ჰოდა, სულ ახლახან საკუთარ ვებგვერდზე ახალი ტურნე დააანონსა, რომელსაც „Remember Shakti“ ჰქვია და მისი დაარსების 40 წლის იუბილეს ეძღვნება. ბრიტანელმა კლასიკურ, ოქროს შემადგენლობას მოუყარა თავი: მსმენელის წინაშე გენიალურ ზაკირ ჰუსეინთან, უპალაპუ შრინივასთან, სელვაგანეშსა და საოცარ ვოკალისტთან, შანკარ მაჰადევანთან ერთად წარდგება. კონცერტები, 24 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, მეტწილად ევროპულ სცენებზე გაიმართება, 23 ნოემბერს კი სტამბოლში მოკალათდება ფეხმორთხმით. ასე რომ, ვისაც შაქტი გვახსოვს და გვეძვირფასება, ნამდვილად ღირს გამგზავრება და ინდური საკმეველივით სურნელოვანი მუსიკით თავის გაბრუება.