გასულ კვირას ჰოლანდიური ხმის ჩამწერი სტუდიის „Timeless“-ის გამოშვებულ ალბომზე მოგახსენებდით, სადაც 30-იანი წლების იმ ქალმა შემსრულებლებმა მოიყარეს თავი, რომლებმაც მათზე დამოკიდებული თუ დამოუკიდებელი გარემოებების გამო, სახელი ვერ გაითქვეს და მივიწყებას მიეცნენ. ორი მათგანის შესახებ ვისაუბრე: დიუკ ელინგტონის ფავორიტ მომღერალზე, აივი ანდერსონზე და ალბერტა ჰანტერზე, თანაბარი წარმატებით რომ ასრულებდა როგორც კლასიკურ ჯაზურ-ბლუზურ სტანდარტებს, ასევე ბროდვეულ რეპერტუარს. ჰოდა, დღევანდელ სიუჟეტშიც 30-იანი წლების კიდევ რამდენიმე გოგონას გავიხსენებ.
როზეტა კროუფორდის შესახებ საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგან მისი ცხოვრებისეული დეტალები ბურუსით გახლავთ მოცული. ალაბამელ პიანისტსა და მომღერალს მუსიკის ისტორიაში არც იმდენი რამ გაუკეთებია, მისი ბიოგრაფიისათვის ვინმეს თავი გამოედო. მეტწილად, 20-30-იანი წლების ინსტრუმენტალისტების ჩანაწერებში ჩნდებოდა ხოლმე. ესაა და ეს. ზემოხსენებულ დისკზე კი ამერიკელ საქსოფონისტსა და კლარნეტისტ მეზ მეზროუსთან ერთადაა წარმოდგენილი და ალბომში თავმოყრილ ქალებს შორის ერთადერთი ბრძანდება, ბლუზურად რომ უქცევს.
მას შემდეგ, რაც ჯორჯ გერშვინმა ლეგენდად ქცეული არია „Summertime“ შექმნა ოპერისათვის „პორგი და ბესი“, ბევრმა იმდროინდელმა ვოკალისტმა აიტაცა. საოპერო შესრულებისგან სრულიად განსხვავებული და ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ვარიანტი კი ბილი ჰოლიდეიმ 1936 წელს წარმოადგინა - ვერსია, რომელიც ისტორიაში ვოკალური ხელოვნების მარგალიტად იქცა და, რაც მთავარია, საშემსრულებლო თამასა გვარიან სიმაღლეზე ასწია. მიუხედავად ამისა, გერშვინის შედევრის ინტერპრეტირებას სხვებიც ცდილობდნენ, რომელთა შორის ჯერი კრიუგერიც ბრძანდებოდა. ის კონტრაბასისტ ჯონ კირბის ბენდში დაფრთიანდა, სადაც კაუნტ ბეისის მუსიკოსები - მესაყვირე ბაკ კლეიტონი და საქსოფონისტი ლესტერ იანგი - უკრავდნენ. სწორედ ამ ორის მონაწილეობით ჩაიწერა „Summertime“-ის ჯერი კრიუგერისეული ვერსია, რომლის მთავარი ხიბლი, ჩემი აზრით, ამ ორი ბატონის ინსტრუმენტული მეტყველება უფროა, ვიდრე ვოკალისტის საშემსრულებლო ხელწერა.
“30-იანი წლების გოგონების” გახსენებას მონეტ მურით დავასრულებ, რომელიც 1902 წლის 19 მაისს ტეხასის შტატის ქალაქ გეინსვილში დაიბადა, ხოლო მუსიკალური კარიერა კანზას-სიტიში დაიწყო, ადგილობრივ კინოთეატრებში მუნჯ კინოს რეგტაიმით უწევდა საფორტეპიანო აკომპანირებას. როგორც ამერიკული მუსიკის მცოდნენი ირწმუნებიან, თვითნასწავლი პიანისტის კვალობაზე, არცთუ ურიგო იმპროვიზატორი ბრძანდებოდა და კანზას-სიტის კინოთეატრებიც ერთმანეთს ეცილებოდნენ მის მოხელთებას. როგორც ვოკალისტმა კი, თავი 21 წლის ასაკში, ნიუ-იორკში ჩასვლისას გამოავლინა - ხმის ჩამწერ სტუდია „Paramount Records“-ს შეეკრა და სხვადასხვა სასცენო ფსევდონიმით რამდენიმე ჩანაწერი გამოსცა. პოპულარობამ არ დააყოვნა - ჰარლემში, 133-ე ქუჩაზე, ჯაზკლუბიც კი გაიხსნა, სახელწოდებით „Monett’s Jazz Club“, სადაც მის მოსასმენად კლარნეტისტი სიდნი ბეშე, პიანისტი ფეტს უოლერი და მესაყვირე ლუი არმსტრონგი ხშირად დაიარებოდნენ. ისტორიამ ამ უკანასკნელთან ერთად გამართული ერთობლივი გამოსვლის ისტორიული ვიდეოჩანაწერიც შემოინახა: საჩმო და მონეტ მური დისნეის 1961 წლის ტელეფილმში გამოჩდნენ.