რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის შეცვლა სურს.
ბათუმში ტურისტული სეზონი თავის ყველაზე აქტიურ ფაზაშია, ეს კი არა მარტო მაღალი ტემპერატურით იგრძნობა, არამედ მომატებული ფასებითაც.
ბათუმში საზღვაო ტურისტულ სეზონზე გარემოვაჭრეებისთვის შემოსავლის წყარო ხდება პლაჟზე სხვადასხვა ნივთებისა და საკვების გაყიდვა.
ბათუმში ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა გვიან ღამით ფოიერვერკების გამოყენების ფაქტები, სწორედ იმ დროს, როდესაც, ქალაქის მუნიციპალიტეტის დადგენილებით, ატმოსფეროში მისი გაშვება აკრძალულია. ბათუმელები ხმაურს უჩივიან.
ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლის მესაკუთრეებმა მისი დანგრევა დაიწყეს.
მეორე წელია ქალაქის მერია ბათუმელებს აფრთხილებს, რომ ტბაში თევზაობა და ბანაობა, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“, რომელმაც აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლესის საბჭოს, 2012-2014 წლების საქმიანობა შეისწავლა, მიმდინარე კვირას ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო.
უფლებების დასაცავად კავშირის წევრების ნაწილმა ახლახან ბათუმში დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნა და „უსინათლოთა კავშირის“ ხელმძღვანელებისგან მოითხოვა, საჯარო გახადოს კავშირის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვით მიღებული შემოსავალი და ის, თუ რაში იხარჯება მიღებული თანხა.
ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულების - ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის - საქმის განხილვას.
სპეციალისტების ზოგადი დასკვნით, აჭარის სანაპიროზე ზღვის წყლის ხარისხი იდეალური არ არის, თუმცა საბანაოდ უსაფრთხოა.
ბათუმში აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა სამოქალაქო სექტორს გააცნო რეგიონის ბიუჯეტის დაგეგმარების, ხარჯვისა და შესრულების შესახებ გამოკვლევის შედეგები.
ბათუმში გაიხსნა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია, „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა.“
შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაცენტრები გაიხსნა საქართველოს დიდ ქალაქებში არსებულ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს - უმაღლეს საბჭოს - თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში მაშველებმა აჭარის სანაპიროზე გადაარჩინეს 20 ადამიანი, რომლებიც შტორმით გამოწვეული აკრძალვის მიუხედავად ზღვაში შევიდნენ და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.
2016 წელს არჩეულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შვიდთვიანი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
გასულ კვირაში მაღალმთიან აჭარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მაშინ ჯერ კიდევ მინისტრმა კახი კალაძემ საზეიმოდ აღნიშნეს ჰიდროელექტროსადგურ „შუახევჰესის“ მშენებლობის დასრულება.
საქართველოში დასრულდა შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 416 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
მიმდინარე კვირას მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭა მაჭახელის ხეობას.
დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა ხულოს პროფესიულ, დრამატულ თეატრს. თუმცა, მაღალმთიანი აჭარის ამ რაიონში პირველი სპექტაკლი გაცილებით ადრე, 1925 წელს ითამაშეს.
ჩამოტვირთე მეტი