საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს - უმაღლეს საბჭოს - თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის საკომისიო განხილვის შემდეგ დეპუტატების ნაწილი აჭარის ტელევიზიის დაბალ რეიტინგზე ლაპარაკობს, მრჩეველთა საბჭოს წევრები კი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თავისუფალების ხარისხს მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევენ.