გასული დღე-ღამის განმავლობაში მაშველებმა აჭარის სანაპიროზე გადაარჩინეს 20 ადამიანი, რომლებიც შტორმით გამოწვეული აკრძალვის მიუხედავად ზღვაში შევიდნენ და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ამ დრომდე გრძელდება ბოლო 4 დღის განმავლობაში გაუჩინარებული ორი ადამიანის ძებნა. ერთი მათგანი ზღვაში სწორედ შტორმის დროს შევიდა. მესამე დღეა აჭარის სანაპიროზე ამკრძალავი ნიშნებია გამოფენილი და მაშველები დამსვენებლებს სიტყვიერადაც აფრთხილებენ, რომ ზღვაში შესვლა დაუშვებელია, რასაც ყველა არ ემორჩილება.