შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაცენტრები გაიხსნა საქართველოს დიდ ქალაქებში არსებულ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდსა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ მედიაცენტრები გამოიყენონ ინფორმაციის გავრცელების და კონკრეტულ საკითხებზე დისკუსიისთვის. ბათუმის მედიაცენტრში გამართულ პირველ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.