2016 წელს არჩეულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შვიდთვიანი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საჯარო სხდომას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ პარლამენტს მოუწოდებენ ავტონომიის მთავრობაზე კონტროლი გააძლიეროს და საკანონმდებლო საქმიანობა გაააქტიუროს.