ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“, რომელმაც აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლესის საბჭოს, 2012-2014 წლების საქმიანობა შეისწავლა, მიმდინარე კვირას ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლების შეფასებით, წინა მოწვევის ადგილობრივმა პარლამენტმა ვერ შეასრულა მისი მთავარი ფუნქცია, რაც კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, აჭარის მთავრობის კონტროლს გულისხმობს.