რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე ყველაზე სუფთა წყალი სარფისა და კვარიათის პლაჟებთან გამოვლინდა. ყველაზე დაბინძურებული კი ბარცხანისა და თამარის დასახლების პლაჟებზე.
დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა ზღვისპირა სოფლის, გონიოს მცხოვრებთა იმ ნაწილმა, რომელსაც სახელმწიფომ უარი უთხრა ჩამორთმეული მიწის დაბრუნებაზე.
საქმე ეხება გონიოში მცხოვრებ 271 ოჯახს, რომლებსაც ხელისუფლებამ 2010 წელს მიწები ჯერ დაუკანონა, ერთი წლის შემდეგ კი ჩამოართვა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, „მიგრაციის მართვის განვითარება,“ რომლის ფარგლებშიც კვლევა ჩაატარა მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.
1 ივნისი აჭარის რეგიონში, საზღვაო სეზონის დაწყების არაოფიცილური თარიღია. ზაფხულის პირველივე დღეს დამსვენებლებმა წელს ზღვაზე გასვლაც მოახერხეს.
სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ და მათი დასკვნის მიხედვით გაირკვევა, საჭიროა თუ არა კიდევ რამდენიმე ოჯახის განსახლება.
შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი. კვლევაში ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დროშები გამოფინა არა მხოლოდ ქალაქის მერიამ, არამედ არაერთმა ბათუმელმაც.
ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე არ აღნიშნეს ბათუმში. ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის ოფისმა კი სამი დღით შეწყვიტა მუშაობა, როგორც თავად ამბობენ, უსაფრთხოების მიზნით.
საქართველოს დიდ ქალაქებში გრძელდება ფორუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ქალაქის მერიისგან მიიღო ოფიციალური წერილობითი უარი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ კონფერენცია, სახელწოდებით „მედიის როლი და საჭიროებები“, 3 მაისს, პრესის საერთაშორისო დღეს, დაუკავშირეს.
საქართველოსა და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს აღნიშნავენ ბათუმშიც.
საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი ექსპროპრიაციის შესახებ, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას. საპარლამენტო კომიტეტებში მისი განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყება.
სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში და მისი გამოწვევები - ამ თემაზე მსჯელობდნენ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლები ითხოვენ მორატორიუმი გამოცხადდეს მშენებლობაზე ბათუმის ისტორიულ ნაწილში მანამდე, ვიდრე ქალაქის მუნიციპალიტეტი არ მიიღებს დოკუმენტს ბათუმის ისტორიული ნაწილის დაცვის, რეაბილიტაციისა და პერსპექტიული განვითარების შესახებ.
ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიზნით, ბათუმში საერთაშორისო დონორების დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, სახელწოდებით „მწვანე ქალაქი“.
მუშები, რომლებიც ბათუმში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებდნენ, რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიან აჭარაში მოჭრიან წითელ ნუსხაში შეტანილ 270-ზე მეტ ხეს.
ჩამოტვირთე მეტი