ქალაქ ბათუმის ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშების სიმრავლეა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დროშები გამოფინა არა მხოლოდ ქალაქის მერიამ, არამედ არაერთმა ბათუმელმაც. 26 მაისის აღნიშვნისას, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ბათუმშიც აქცენტი გაკეთდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანზე“.