სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში და მისი გამოწვევები - ამ თემაზე მსჯელობდნენ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც ორი ქალაქის - თბილისისა და ბათუმის მაგალითებით განიხილეს, თუ რა იწვევს და როგორ გამოხატავენ მოქალაქეები პროტესტს. როგორ უნდა გაძლიერდეს სამოქალქო სექტორი. დისკუსია მოეწყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით. მომხსენებლები კი სამოქალქო აქტივისტები იყვნენ.