საქართველოს დიდ ქალაქებში გრძელდება ფორუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას. მათ მხარდასაჭერად პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია, „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.“ ბათუმში გამართულ ფორუმზე ვაკანსიების შეთავაზებასთან ერთად კვლავ გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც აფერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას და განათლების მიღებას.