შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი. კვლევაში ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა. მისი ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის დანაგვიანების შეფასება იყო. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ახორციელებს. მისი შედეგების პრეზენტაციას, რომელიც 23 მაისს გაიმართა, ესწრებოდნენ არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.