მუშები, რომლებიც ბათუმში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებდნენ, რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ. მშენებელი კომპანია მათ მიმართ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობას არ აღიარებს და პასუხისმგებლობას კონტრაქტორ ფირმას აკისრებს. ორი კომპანიის დავის გამო, მუშები, მეოთხე თვეა, კუთვნილი თანხის მოლოდინში არიან.